June 10, 2013

ხალხმა ხმა მისცა ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობის" მოშორებას

„დავით უსუფაშვილმა, ეტყობა, არ იცის, ხალხმა ხმა რისთვის მისცა. მართალია, ხალხს ხმა არც მისთვის და არც „რესპუბლიკრური პარტიისთვის" მიუცია, მაგრამ ხალხმა აირჩია ის კოალიცია, სადაც არიან დავით უსუფაშვილი და "რესპუბლიკელები". ხალხმა ხმა მისცა ხელისუფლებიდან „ნაციონალური მოძრაობის"
მოშორებას, მეტიც, მან ხმა მისცა „ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას. სამწუხაროა, რომ დავით უსუფაშვილი ასე ზრუნავს „ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენაზე და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შესახვედრად ვერ მოიცალა. უსუფაშვილის კრიტიკა ნამდვილად არ მსიამოვნებს, მაგრამ აღმაშფოთებელია, რომ 8 თვის განმავლობაში დავით უსუფაშვილი არ დაინტერესებულა არასაპარლამენტო ოპოზიციის პრობლემებით, ის და მისი გუნდის ნაწილი თავდაკარგულები ზრუნავენ, გადაარჩინონ ის ხალხინ ვინც ქართველებს ატერორებენ ამდენი წლის მანძილზე" 

ნინო ბურჯანაძე
გაზეთი „ქრონიკა" 
08.06.2013

No comments:

Post a Comment