June 11, 2013

საქართველო სავიზო პოლიტიკას ამკაცრებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მთელ რიგ ქვეყნებთან ლიბერალური სავიზო პოლიტიკის გადახედვას არ გამორიცხავს.

როგორც ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში მიგრაციის პოლიტიკა არ არსებობდა, რამაც არაერთი გაუგებრობა წარმოშვა სხავადსახვა სახელმწიფოებთან თუ კერძო პირებთან.


მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კომისია, რომელიც მიგრაციის შესახებ კანონმდებლობას შეიმუშავებს. 

ფანჯიკიძის თქმით, ეს მოხდება ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით.

"არ არის გამორიცხული ცვლილებების შეტანა ლიბერალურ სავიზო პოლიტიკაში. საქართველოს 121 ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა, აქედან 114-თან - ცალმხრივად, რაც ამ ქვეყნები მოქალაქეეებს საშუალებას აძლევს, ვიზის გარეშე 160 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში. ამ ქვეყნების უმრავლესობამ არათუ იგივეთი არ უპასუხა საქართველოს, არამედ ინფორმაცია კი არ მიგვიღია, რომ ცნობად მაინც მიიღეს ჩვენი ეს გადაწყვეტილება. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ამას არ უნდა აკეთებდეს. ასე, რომ, არ არის გამორცხული, მთელ რიგ ქვეყნებთან ეს მიდგომა შევცვალოთ. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ამ ქვეყნიდან არც ტურისტის და არც ეკონომიკური ინვესტიციების შემოდინება არ ხდება. გარდა ამისა, როცა ასეთი ვითარებაა მსოფლიოში, ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ნინო ჩიჩუა
„პირWელი“

3 comments:

  1. შენგან ხომ ნორმალურს და გააზრებულს ვერაფერს გაიგებს კაცი!

    ReplyDelete
  2. შედი ქალო ბუდკაში!

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete