სამართალდამცველებმა სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების, შსს-ს მაღალი თანამდებობების პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, დაფარული სამალავები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად სამეგრელოში აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების, შსს-ს მაღალი თანამდებობების პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, დაფარული სამალავები, რომლებშიც ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმეობისთვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღები, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, ჰერიონი, კოკაინი, სუბოტექსი და სხვა. ჩხრეკისას აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა სხვადასხვა გაყალბებული ბრალდებებით 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში. ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებათა ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის. გარდა ამისა, სამალავებში ნანახი იქნა ადამიანების სასტიკი წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხყოფის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი, რომელთა შესწავლისთვისაც ამჟამად ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდიანარეობს. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ზემოაღნიშნული სამალავების მიკვლევისა და დროული განეიტრალების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინაღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე და საშიში დანაშულებები, რომელთა შესახებაც დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად მივაწვდით", - განაცხადა გიორგობიანმა.
ნათია რუხაძე
No comments:
Post a Comment