May 31, 2013

პატიმარ მერაბიშვილის დილემა

დიმიტრი მონიავა
geworld.ge


გატყდება თუ არა ხერხემალი, ითანამშრომლებს თუ არა ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან? ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ მერაბიშვილი უკვე ალაპარაკდა და ეს გარემოება მისი თანაგუნდელებისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, თუმცა სხვა წყაროები ამას კატეგორიულად უარყოფენ. საინტერესოა, რომ მერაბიშვილი, ფაქტობრივად, ე. წ. პატიმრის დილემის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც თამაშების თეორიის ფარგლებში ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს.
«პატიმრის დილემის» კლასიკური ფორმულირება შემდეგია:
დაკავებულია ორი ბოროტმოქმედი, პოლიციას ეჭვი აქვს, რომ ისინი ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, ერთმანეთისგან მათ იზოლირებას ახდენს და თამაშის შემდეგ წესებს სთავაზობს _ თუ ერთი მეორის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს, ხოლო მეორე არაფერს იტყვის, პირველს გაათავისუფლებენ, მეორეს კი ათწლიან პატიმრობას მიუსჯიან. თუ ორივე დუმილს შეინარჩუნებს, ორივეს შედარებით მსუბუქი მუხლით გაასამართლებენ და თავისუფლებას მხოლოდ ექვსი თვით აღუკვეთენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენებას ერთმანეთის წინააღმდეგ ორივე მისცემს, ორივეს ორწლიან პატიმრობას მიუსჯიან. პატიმარს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს, თუ როგორ იმოქმედებს, მაგრამ მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მეორე პატიმარმა.

დილემა ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვუშვებთ, რომ ორივე ზრუნავს იმაზე, რომ ციხეში რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს. ეს სქემა მიესადაგება უამრავ რეალურ თუ წარმოსახვით სიტუაციას არაერთ სფეროში, მათ შორის ბიზნესსა და პოლიტიკაში, თუმცა, ვინაიდან საქმე ვანო მერაბიშვილს ეხებაალბათაჯობებს,ისევ საპატიმროზე ვისაუბროთერთი შეხედვითორივე პატიმრის ინტერესებშიაგუნდურადითამაშოსდუმილი შეინარჩუნოს და მინიმალური სასჯელი მიიღოსმაგრამ «პატიმრის დილემის»ფარგლებში ღალატი მკაცრად დომინირებს თანამშრომლობაზე _ ზოგი ციხის დატოვების იმედითჩვენების მიცემის გადაწყვეტილებას სწრაფადყოველგვარი ორჭოფობის გარეშე იღებსზოგს ლოგიკადა შიში შემდეგი აზრისკენ უბიძგებსთუ მეორე პატიმარმა ჩვენება მისცასაჭიროა ალაპარაკებაათწლიანი პატიმრობის თავიდან ასაცილებლად.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ამ «ჩაშვების» მაპროვოცირებელმა მექანიზმმა შეიძლება არ იმუშაოს იმ შემთხვევაში, თუ ორივე პატიმარი მიეკუთვნება ერთ მაფიოზურ ოჯახს, იაპონელები რომ იტყვიან, იაკუძას კლანს, მოკლედ, ისეთ ერთობას, რომელსაც თავისებური ეთიკის კოდექსი, ღალატის ამკრძალავი წესები გააჩნია და მათი დარღვევა სიკვდილით ისჯება. იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკურ პარტიაზე ან დისიდენტების ჯგუფზე, რომლის წევრები ერთ იდეოლოგიურ და ეთიკურ პლატფორმაზე დგანან. როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო, «ნაციონალური მოძრაობის» არაერთი წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ მათი პარტია სწორედ ასეთი ტიპის ერთობაა და გამორიცხულია, მათმა ლიდერებმა ერთმანეთის ჩაძირვა დაიწყონ, თუნდაც ისინი ასჯერ დააპატიმრონ და გაასამართლონ.

მაგრამ ცხოვრება საკმაოდ რთული და ამავე დროს ცინიკური რამ არის. 1984 წელს ამერიკელმა პოლიტოლოგმა რობერტ აქსელროდმა თავის წიგნში «კოოპერაციის ევოლუცია» «პატიმრის დილემის» სცენარის გაფართოება შეისწავლა, რომელსაც «პატიმრის განმეორებადი დილემა» უწოდა. მის ფარგლებში წარმოსახვითი პატიმრები არჩევანს რამდენიმეჯერ აკეთებენ და იციან, თუ რა შედეგი მოჰყვა მათ თითოეულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, უგროვდებათ გამოცდილება, რომელიც მათ შემდგომ მოქმედებაზე მნიშვნელავან ზეგავლენას ახდენს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ «ნაცმოძრაობა» თვალებანთებული იდეალისტების მტკიცე ერთობაა და არა ეგოისტი ვამპირების ხროვა, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, დღეისთვის დაგროვილი გამოცდილება მათ წინააღმდეგ მუშაობს. ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ გავიდა გარკვეული დრო და მისი ბანაკიდან (ცნობილი განცხადება «ფეისბუქში» დათა ახალაიას სახელით) მერაბიშვილის მისამართით უმძიმესი ბრალდებები გაისმა; სხვათა შორის, მისი ზოგიერთი გულშემატკივარი თავიდანვე თვლიდა, რომ მერაბიშვილმა, ისევე, როგორც სააკაშვილმა და პარტიამ ზოგადად, ახალაიები გაწირეს და «განტევების ვაცის» როლი განუსაზღვრეს.

საინტერესოა, რომ ამის შემდეგ ხელისუფლებიდან გაკეთდა რამდენიმე მინიშნება (სხვადასხვა ფორმით), რომ ბაჩო ახალაია შეიძლება შექმნილი მძიმე სიტუაციიდან შედარებით უმტკივნეულოდ გამოვიდეს. რაც შეეხება მის ძმას, დათას, მის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა შემდეგი რამ თქვა: «თუ ეს ადამიანიდაბრუნდება საქართველოში და ჩვენებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს დათუ დადგინდებარომჩვენებები რეალურ ფაქტებს ეფუძნებაშესაძლებელიაახალაიას სტატუსი გადაიხედოს დაპასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს».

სწორედ ასე გამოიყურება გამოცდილება, რომელიც მერაბიშილმა (და სააკაშვილის ჯგუფმა ზოგადად) იმ მომენტამდე მიიღო, როდესაც ის «პატიმრის განმეორებადი დილემის» მეორე რაუნდის მთავარი გმირი გახდა. ისევე, როგორც ახალაიას, მას ბრალი «შედარებით მსუბუქ» ეპიზოდებთან დაკავშირებით წაუყენეს, ხოლო თავზე დამოკლეს მახვილივით კიდევ ორი შესაძლო, გაცილებით მძიმე ბრალდება ჩამოჰკიდეს. ახლა არჩევანი მასზეა; მისცემს ის ჩვენებებს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ თუ დუმილს შეინარჩუნებს იმის იმედით, რომ გარეთ დარჩენილი სააკაშვილი, ბოკერია და უგულავა ასევე გუნდურად ითამაშებენ, ხოლო პროკურატურა ამას (რატომღაც) დაუფასებს.

«პატიმრის დილემის» ქართული, ადგილობრივი რეალიების მიმართ ადაპტირებული ვარიანტი საკმაოდ სასტიკი რამ არის, თამაშში არა ორი, არამედ რამდენიმე საკვანძო ფიგურა მონაწილეობს; მის ფარგლებში, სავარაუდოდ, შეიქმნა ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყნის ყოფილმა მმართველებმა ერთმანეთი ისეთივე აზარტითა და გააფთრებით ჩაძირონ, როგორც დრედნოუტებმა იუტლანდის ბრძოლაში.

«ეშმაკთან ერთად სადილად ნუ დაჯდები, მას უფრო გრძელი კოვზი აქვს», _ ეს ანდაზა სხვადასხვა რედაქციით არაერთი ერის ფოლკლორში მოიძებნება (კონკრეტულად ეს ფორმულირება, თუ არ ვცდები, ესპანურია). სადილი, როგორც ჩანს, სრულდება, თანაც ძალიან ცუდად ვანო მერაბიშვილისთვის და, ალბათ, მიხეილ სააკაშვილისთვისაც, მეტიც, ყველასთვის, ვინც ესოდენ წინდაუხედავად სუფრას მიუჯდა.

არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც პატიმრის კლასიკურ დილემას განმეორებადისგან განასხვავებს. პირველ შემთხვევაში, დილემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პატიმრები, რომლებიც ცალ-ცალკე რაციონალურად მოქმედებენ, საბოლოოდ არარაციონალურ გადაწყვეტილებამდე მიდიან და იღებენ ნაკლებ ამონაგებს, ვიდრე ერთმანეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში მიიღებდნენ, ანუ, მეცნიერებს თუ დავესეხებით, ერთადერთ შესაძლებელ წონასწორობას ამ თამაშში პარეტო-ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე არ მივყავართ. განმეორებადი დილემის ფარგლებში კი ერთმა პატიმარმა, თავისი ჩვენებით, შეიძლება «დასაჯოს» მეორე იმისთვის, რომ წინა რაუნდებში არ თანამშრომლობდა და ეს ფაქტორი გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან დამბალანსებელ ზეგავლენას ახდენს. ერთსვლიან თამაშში ღალატის სტრატეგია დომინირებს, ხოლო მრავალსვლიანში ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია მონაწილეთა ქცევაზე. მაგრამ განხილულ შემთხვევაში, ანუ «პატიმარ მერაბიშვილის დილემის» ფარგლებში სიტუაციას უკიდურესად ართულებს ის, რომ რაუნდების რაოდენობა პირობითი (რაღა პირობითი?) პატიმრებისთვის უცნობია. პროკურატურას შეუძლია ასპარეზობა ნებისმიერ წამს დაასრულოს. ასე რომ, მონაწილეებისთვის თითოეული რაუნდი უკანასკნელის და გადამწყვეტის დატვირთვას იძენს.

ზოგიერთმა ფსიქოლოგმა შეიძლება მიგვითითოს, რომ ამდენი პარეტო-ოპტიმუმი და ნეშის წონასწორობა საჭირო არ არის და ვანო ისედაც ყველაფერს იტყვის, მაგრამ აღწერილი სქემების პროეცირება შექმნილ სიტუაციაზე, ალბათ, მაინც საინტერესოა. კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც ლოგიკამ და თვითგადარჩენის ინსტინქტმა შეიძლება ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართონ, რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი გამოიყენება ანალიზისთვის, მით უკეთესი.

ცხადიაჩვენ უდანაშაულობის პრეზუმფციით უნდა ვიხელმძღვანელოთვანო მერაბიშვილიისევე,როგორც ყველა მისი თანამეინახეუდანაშაულოდ ითვლება მანამსანამ სასამართლო ამისსაპირისპირო გადაწყვეტილებას არ მიიღებსმაგრამრომ იტყვიან, «საფუძვლიანი ეჭვი მათ შესაძლოდანაშაულთან დაკავშირებით» იმდენად ფართოდ გავრცელდარომ ვარაუდების გამოთქმამერაბიშვილის მიერყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგჩვენების მიცემის შესაძლებლობასა დაალბათობაზეალბათმაინც სავსებით ლეგიტიმურია.

გარემო, რომელშიც ყოფილ ხერხემალს მისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მის მიმართ მეგობრული ნამდვილად არ არის. ყოფილი ოპოზიციონერები მას ბანალურ ჯალათად აღიქვამენ, ხოლო დამოკიდებულება მის მიმართ «ნაციონალურ მოძრაობაში» არაერთგვაროვანია. ჯერ კიდევ ახალაიებთან დაკავშირებული ბრალდებების გავრცელებამდე, მეტიც, არჩევნებამდეც კი, არაერთი «ნაციონალი» გამოთქვამდა ეჭვებს მერაბიშვილის უცნაურ თამაშებთან დაკავშირებით, საუბრობდა მის დაპირისპირებაზე სახელისუფლო გუნდის სხვა წევრებთან და, არც მეტი, არც ნაკლები, ფარულ ალიანსზე ივანიშვილთან. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ «ნაცმოძრაობის» გადასარჩენად მერაბიშვილს სხვაგვარად უნდა ემოქმედა. თუმცა, საინტერესოა, რომ თავიანთ გათვლებში ისინი ოპერირებენ «იდეალური მერაბიშვილის» ფიგურით, «ერთიანი ნაციონალური მითით» მერაბიშვილის შესახებ და არა რეალური ვანო მერაბიშვილით, რომელსაც წარმატებული პოლიტიკის გატარებისთვის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები ჰქონდა. მერაბიშვილს, სავარაუდოდ, უბრალოდ, არ გააჩნდა საკმარისი სტრატეგიული ნიჭი და რესურსები იმისთვის, რომ რეჟიმი გადაერჩინა და, ამას თავი რომ დავანებოთ, საკმარისი წინდახედულობა იმისთვის, რომ საპატიმროში არ მოხვედრილიყო. იგივე შეიძლება ითქვას მის შესაძლო თანამშრომლობაზე გამოძიებასთან; «ნაციონალებმა», ალბათ, უნდა გააცნობიერონ, რომ გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაშიც მიიღებს არა წარმოსახვითი ზებუნებრივი თვისებების მქონე, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე მერაბიშვილი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი თავისი სურვილებით და მოტივებით, რომელთა გაშიფრვა, პრინციპში, არც ისე რთულია.

მაგრამ, მიუხედავად იმისათანამშრომლობის რა ფორმებს გამონახავენ ვანო მერაბიშვილი დასაგამოძიებო ორგანოებისაზოგადოებაალბათყურადღებით უნდა დააკვირდეს ამ პროცესს და არდაუშვასრომ კითხვები მერაბიშვილთან (სააკაშვილთან და .) 2011 წლის 26 მაისის დარბევის დასხვა სისხლიანი ეპიზოდების შესახებ პასუხგაუცემელი დარჩესეს კითხვები და ეპიზოდებიმათიმნიშვნელობიდან გამომდინარეშესაძლო ფარული გარიგების გამოუკანა პლანზე არ უნდა მოექცეს.ამის დაშვება უამრავი დაღუპული და წამებისგან დაინვალიდებული ადამიანისსინდისისა დასამართლიანობის ღალატის ტოლფასი იქნება.

No comments:

Post a Comment