Showing posts with label 1. Show all posts
Showing posts with label 1. Show all posts

June 16, 2013

ვინ რას მოიგებს ტერაქტების თემის წამოწევით

ტერაქტების თემა ახალი ხელისუფლების პირობებშიც ინარჩუნებს პოპულარობას, მართალია „ენვერიადას“ ვერ შეედრება, მაგრამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების საფუძველი უკვე გახდა.

სააკაშვილის გუნდი ვიდეოებისა და შესაძლო ტერაქტების პრეზიდენტის სახელთან ნებისმიერი ფორმით დაკავშირებას სიცრუეს და პროვოკაციას უწოდებს. ასევე თვლის, რომ ეს სპეციალურად ხდება. მოკლედ „თალიბანის“ სახელით გავრცელებულ ვიდეოების ავტორობას პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაცია ერთმანეთს აბრალებს. ასეა თუ ისე, მოსალოდნელი ტერაქტების თემა ხელისუფლებამაც საკმაოდ წარმატებულად აიტაცა და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაც კი აღკვეთა.

June 14, 2013

"აქ ლაპარაკი იყო არა მარტო ივანიშვილის ლიკვიდაციაზე".

"ეს ორი პიროვნება - მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი საქართველოში შემოვიდნენ 2011 წელს, მანამდე ისინი იძებნებოდნენ წითელი ცირკულარით. საოცარი ფაქტია, 2003 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილმა 30-ზე მეტი ჩრდილოკავკასიელი ჩუმად დააკავა და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა. ამის შემდეგ, მოქალაქეობას ანიჭებს იმ ორ ადამიანს, ვინც შსს-მ გუშინ დააკავა. ეს მოხდა 2011 წელს, მათ სახელსა და გვარს უცვლის და შემოჰყავს საქართველოში", - აცხადებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "საქმე იმდენად სერიოზულია, მე ვფრთხილობ…" / "აქ ლაპარაკი იყო არა მარტო ივანიშვილის ლიკვიდაციაზე".

სააკაშვილმა საქართველოს ჯიჰადი გამოუცხადა?

თითქმის ერთი კვირაატერაქტი ავღანეთში,რომელსაც შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლადა მასთან დაკავშირებული კლიპირომლისთანახმად თალიბანმა ჯიჰადი გამოგვიცხადა,მთავარ განსახილველ თემად რჩებავინ და რისთვისდაამზადა ეს ამაზრზენი ვიდეორგოლიამასთანდაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავივერსია გამოითქვარომელთა უმეტესობაშიპროვოკაციის ავტორებად «ნაციონალები»განიხილებოდნენამ გარემოებისა და ბრალდებებისსიმძიმის გამოალბათმიზანშეწონილიაამვარაუდების ანალიზს გარკვეული დრო დავუთმოთ.

June 13, 2013

რიტუალური ცეკვები გიგა ბოკერიას გარშემო

ვისთვის არის საშიში უშიშროების საბჭო?

პოლიტიკურ მოვლენათა ეპიცენტრად უშიშროების საბჭოს ქცევა ამჯერად არა პრეზიდენტს, არამედ უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას დაუკავშირდა, რომელიც სააკაშვილის „ნაცრისფერ კარდინალადაა" ცნობილი. ისე, რამდენი „ნაცრისფერი კარდინალი" შეიძლება იყოს ქვეყანაში? ვანოც „ნაცრისფერი კარდინალი" იყო, ადეიშვილიც, ბოკერიაც? ლევან რამიშვილიც? მეფის კარზე კარდინალი ერთია. მაგალითად ლუი მეცამეტეს ყავდა კარდინალი რიშელიე, - არა ნაცრისფერი, არამედ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე.