საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკაში
აღარასდროს
დაბრუნდება.
ამის
შესახებ
მან
ჟურნალ
Forbes-ის
რუსულ
ვერსიასთან
ინტერვიუში
განაცხადა.
"პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სულ ერთი თვე გავიდა. ცოტა გამოძინება მოვასწარი. მაშინ ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ახლა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ვიმუშავებ.
ამჟამად
ვფიქრობ,
როგორ
დავეხმარო.
მე
დავდე
პირობა,
რომ
აქტიურად
ჩავერთვები
სამოქალაქო
საზოგადოების
ფორმირებაში,
ვასწავლი
ხალხს
ხელისუფლების
კონტროლს,
კრიტიკას
და
ა.შ.",
- აცხადებს
ივანიშვილი.
კითხვაზე, სრულიად დარწმუნებული თუ არის,
რომ
პოლიტიკაში
აღარასდროს
დაბრუნდება,
ივანიშვილი
ასე
პასუხობს:
"დიახ, დარწმუნებული ვარ. პირობა დავდე. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ხელისუფლება, რომელიც დავტოვე,
ნამდვილად
დემოკრატიულ
ქვეყანას
ააშენებს
და
არასდროს
გახდება
კორუფციული.
აი
ნახავთ".
კითხვაზე, ხომ არ შიშობს, რომ როგორც კი სადმე წავა, ყველაფერი დაიშლება, ივანიშვილი ასე პასუხობს:
"მე არსად წავალ. თვალს არ მოვხუჭავ. მე საზოგადოების აქტიურ წევრად
ვრჩები".
TIMER.GE
ღმერთმა გაგიმარჯოთ!
ReplyDelete