კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აღდგება".
ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრთან თამარ სანიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც დღეს ვდგამთ, არის ის, რომ დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის აღდგენით იწყება მეცნიერების წრსულის აღიარება და ახალი მეცნიერების მშენებლობა. წელს, დიმიტრი უზნაძის მიერ ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წელი გავიდა და მე დიდი სიამაყით და აღტაცებით ვამბობ იმას, რომ საქართველოში ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აღდგება", - განაცხადა მარგველაშვილმა.
დავით ჯალაღონია
No comments:
Post a Comment