"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, განათლების და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობიდან საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე გადადგება.
"ჩვენ სწორედ იმიტომ მოვედით ხელისუფლებაში და იმიტომ გვაქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით,
რომ ეს ქვეყანა ვმართოთ, ახალი სტანდარტები უნდა დავნერგოთ, თუნდაც, პოლიტიკური კულტურის. ბუნებრივია, როდესაც მე დავიწყებ საარჩევნო კამპანიას, მე გადავდგები მინისტრობიდან, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ მავალდებულებს. ახალი პოლიტიკური სტანდარტი ჩვენ უნდა დავნერგოთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატებს თანამდებობის დატოვება არ მოეთხოვებათ.
ნათია რთველიაშვილი
No comments:
Post a Comment