July 9, 2013

ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილთან კითხვა აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კითხვა აქვს.

"მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის ბატონ პრეზიდენტს და ზოგადად, საზოგადოებას განვუმარტო, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ხუთი დეპუტატი და მათ შორის "ედინაია როსიას" წარმომადგენლები იყვნენ შემოსულნი საქართველოს ტერიტორიაზე. მე მაქვს ლოგიკური შეკითხვა – თუ გუშინ სპორტული ღონისძიებების დასასწრებად ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატი უქმნის პრობლემებს საქართველოს უსაფრთხოებას, რატომ არ უქმნიდა რუსეთის დუმის 5 დეპუტატი იმავე პრობლემას საქართველოს წინა ხელისუფლებას?", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ თბილისში თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი იმყოფებოდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალმა ზონამ" გააპროტესტა. 

აღნიშნულს გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გავრილოვს 2008 წელს საქართველოს დაქუცმაცებისთვის აქვს ხმა მიცემული.

მისივე თქმით, "რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვისა და მსგავსი ადამიანების საქართველოში შემოშვება არ შეიძლება, თუ ღირსება, თავმოყვარეობა, ქვეყნის სიყვარული გვაქვს".


დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment