"ჩვენ უკვე 17 000-ზე მეტი ნათლული გვყავს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც არ უნდა
დაბადებულიყვნენ, რომელთაც ემუქრებოდათ სიკვდილი და დღეს ისინი ჩვენი საამაყო შვილები არიან. მე მინდა ვთქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევს ოჯახის სიძლიერეს, ოჯახის სიმტკიცეს და ბავშვებისთვის მოგვიწყო ერთი ადგილი სამების ტაძრის ეზოში. მე მინდა დავლოცო ბიძინა ივანიშვილი და ღმერთმა შეუწიროს ის სიკეთე, რომელსაც ის აკეთებს ჩვენი ერისთვის", _ ბრძანა უწმინდესმა.
დღესვე ილია მეორემ ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი, ასევე, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში გაემგზავრებიან.
დღევანდელ საკვირაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა ინგლისიდან, საფრანგეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულმა სასულიერო პირებმაც მიიღეს.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment