July 18, 2013

გუბაზ სანიკიძეს ქუთაისისთვის ახალი ინიციატივა აქვს

გუბაზ სანიკიძე ქუთაისისთვის საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას ქუთაისის მაჟორიტარმა განაცხადა სტატუსის მინიჭებაზე საუბარი უკვე დაწყებულია და ეს პარლამენტის თბილისში გადმოტანის სანაცვლოდ არ მოხდება. სანიკიძის თქმით ქუთაისის პარლამენტში გასვლითი სხდომები ჩატარდება.  


"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ქუთაისი უნდა გახდეს არა მხოლოდ საქართველოს არამედ კავკასიის საგანმანათლებო დედაქალაქი. ამისთვის კი საჭიროა რამდენიმე პროექტის განხორციელება. მათ შორის მილენიუმის პროექტი. ეს ისეთი საქმეა რომელსაც აწონ-დაწონვა  და განსაზღვრა სჭირდება. თუმცა მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია"- განაცხადა  გუბაზ სანიკიძემ

TIMER.GE

No comments:

Post a Comment