როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად მიიღებს. მისივე თქმით, სამიტზე განისაზღვრება პარტნიორი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა.
" ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ვილნიუსის სამიტისათვის მოსამზადებლად. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება ისტორიული სამიტი. ამ სამიტზე განისაზღვრება პარტნიორი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა და საქართველოს შემთხვევაში, პარაფირებული იქნება ასოცირებისა და მისი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. მინდა ვისარგებლო შემთხევით და აღვნიშნო ევროკავშირისა და პირადად ბატონ ფულეს დიდი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენს რეგიონში დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment