ლადო ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დღეს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
"პრემიერი არ იყო ინფორმირებული იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მივიღე. ეს კანონით მთავარი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ასევე ეს არ ყოფილა პოლიტიკური გუნდის განხილვის საგანი.
რაც შეეხება კრიტიკას, რომელიც გამოთქმულ იქნა, პრემიერის პოზიცია მორალის მაღალი სტანდარტებითაა განპირობებული. მე მქონდა 2-3 დღის წინ მასთან საუბარი. მისი პოზიციაა, რომ წამება ისეთი დანაშაულია, რომელიც არ შეიძლება, იქნას შეწყნარებული. არ შემიძლია, მის აზრს პატივი არ ვცე, რადგან ეს არის მორალის ზედა ზღვარი, თუმცა იმ ვითარებაში და ახლაც მე მაქვს ის პოზიცია, რაც დავაფიქსირე", - განახცხადა კბილაშვილმა.
რაც შეეხება ბედუკაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას, მთავარი პროკურორის თქმით, "ეს გადაწყვეტილება ისე დარჩება, როგორც მიღებულია".
"რაც შეეხება გადაწყვეტილების შეცვლას, ამმხრივ საპროცესო კანონი რაიმე შესაძლებლობის არ უშვებს. რომც მქონდეს სურვილი, რომ ეს გადაწყვეტილება შევცვალო, ეს ისე დარჩება, როგორც მიღებულია", - განაცხადა კბილაშვილმა.
ნათია რუხაძე
No comments:
Post a Comment