"The voice of Jihad" ჰელმანდის პროვინციაში ქართველ სამხედროებზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ჰელმანდის პროვინციის ნავზადის რაიონიდან გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, აშშ-ნატოს ბაზის შიგნით მომხდარი აფეთქების შედეგად 20 უცხოელი თავდამსხმელი დაიღუპა და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭრა.
თავდასხმა გუშინ, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 04:00 საათზე განხორციელდა, როდესაც აბდულ ღაფარმა (ყანდაარის პროვინციიდან) ანგრაკ კარეზის ტერიტორიაზე მდებარე აისაფის დიდი სამხედრო ბაზის შიგნით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე სატვირთო მანქანა ააფეთქა, რასაც ზემოთ ნახსენები მსხვერპლი მოჰყვა, ასევე განადგურდა რამდენიმე ტანკი და შიგნით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებები. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ტერიტორია უკვე გარშემორტყმული იყო მტრის ძალების მიერ და აფეთქების ადგილთან ახლოს მისვლის საშუალებას არავის აძლევდა. აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ, 08:00 საათზე, მოჯაჰედებმა ასევე სანგინის რაიონის ჩარხაკიანო მანდას ტერიტორიაზე აშშ-ნატო-ს დიდი ლოგისტიკური ვერტმფრენი ჩამოაგდეს, დაიღუპა ყველა თავდამსხმელი, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია. იგივე რაიონში მოჯაჰედი ასევე თავს დაესხა საკონტროლო (ბლოკ) პოსტს 07:00 საათზე, ღარგის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც 3 პოლიციელი დაიღუპა და 3 ადამიანი დაიჭრა, ასევე წაღებულ იქნა 1 Pk ავტომატი, 1 RPG ცეცხლსასროლი, 2 Ak ტყვიამფრქვევი, 30 ღვედი, 15 RPGრაუნდი და სხვა აღჭურვილობა. მოჯაჰედის ჯგუფს დილის 05:00 საათზე სარვან კალის რეგიონის ლივანის ტერიტორიაზე, მტრის ჯარებთან შეტაკება მოუხდათ, რომლის დროსაც მათ რამდენიმე თავდასხმა მოიგერიეს, 1 ტანკი მთლიანად განადგურდა, რომელშიც 5 დაქირავებული თავდამსხმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა, ხოლო მეორე თავდამსხმელი სნაიპერმა მოკლა. მტერი თავისი ჩვეული პოლიტიკით საზოგადოების დეზინფორმირებას შეგნებულად ცდილობს, აცხადებენ რა, რომ თითქოს მოჯაჰედებმა დიდი მსხვერპლი განიცადეს. ეს სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ინგა მურუსიძე
No comments:
Post a Comment