June 7, 2013

Limes: მომავალ წელს საქართველოს მიერ MAP-ის მიღება მოსკოვისთვის კოშმარის ტოლფასი იქნება

"რუსეთი პროვოცირებს, საქართველო არ პასუხობს", - ამ სათაურით აქვეყნებს იტალიური გაზეთი "Limes"-ის სტატიას, რომელშიც ავტორი მაურო დე ვონისი აღნიშნავს, რომ მომავალ წელს საქართველოს MAP-ის მიღება მოსკოვისთვის კოშმარის ტოლფასი იქნება. „მავთულხლართები, შესაძლოა, სწორედ ამ უკმაყოფილების გამოხატვაა. წელს იტალიური გაზეთი ". 
სტატიაში ნათქვამია, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთის

საზღვარს ეკლიანი მავთულის დახმარებით ამაგრებს, რომლებშიც რამდენიმე ასეულ მეტრს საქართველოს ტერიტორიასაც აქცევს. საქართველო ამას დიდ მნიშვნებლობას არ ანიჭებს დარწმუნებულია იმაში, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სუვერენული საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება. ამავდროულად ნატო....
სტატიაში ნათქვამია, რომ საზღვრის გამაგრების სამუშაოებ მაისის ბოლოს, სოფლების დიცისა და დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო და საზღვარმა საქართველოს ტერიტორიის შიღრმეში რამდენიმე ასეული მეტრით გადმოიწია. 
"კონფლიქტის ხუთი წლის თავზე, როდესაც რუსეთმა ცუდად ორგანიზებული ქართული არმია დაამარცხა თითქოს კვლავ იზრდება დაძაბულობა მოსკოვსა და თბილისს შორის. საქართველოს პრემიერი შეეცადა სიტუაციის შემსუბუქებას და განაცხადა, რომ ყველაფერი მომხდარი გაუგებრობის ბრალია და არა პოლიტიკური გათვლა",- ნათქვამია სტატიაში. 
ამავდროულად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ კონტროლდება და მარაგდება კიდეც. ამ რეგიონების ტერიტორიებზე დისლოცირებულია ათასობით რუსი სამხედრო. 
სტატიაში ხაზგასმულია, რომ საზღვრის გამაგრების სამუშაოების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. "ორივე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ ურთიერთობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს". 
"მოსკოვმა იცის, რომ ამ ორი ქართული რეგიონის თავისი კონტროლის ქვეშ ყოფნის ყოფნისას, ის არ მისცემს თბილისს საშუალებას საბოლოოდ შევიდეს ნატოში. ეს სტრატეგიული აზრი კარგად ესმის ქართველ პრემიერს, რომელმაც ამის მიუხედავად უარი არ თქვა თავისი ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციაზე.
პრემიერმა და მისმა მთავრობამ მშვენივრად იციან, რომ მათ ძალა არ შესწევთ თავიანთ მძლავრ მეზობელს წინააღმდეგობა გაუწიონ. მათ ესმით ისიც, რომ ნაკლებსავადაუდოა, რომ მოსკოვმა საქართველოს ამ ორი რეგიონის მიმართ თავისი მიდგომა შეცვალოს. 
ივანიშვილი მოსკოვთან მშვიდი ურთოიერთობების განვითარებას აპირებს ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გათვალისწინებით: არავითარი დიპლომატიური რიტორიკა, თუმცა მჭიდრო ეკონომიკური კავშირები. ამით, ქვეყნის კეთილდღეობა გაიზრდება ხოლო დემოკრატია გამყარდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ექნებათ მომხიბლავი ალტერნატივა და რუსეთისა და მისი პოლიტიკის საპირწონე", - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ოსები და აფხაზები რამდენიმე წლის განმავლობაში შეიცვლიან აზრს და საქართველოს სუვერენიტეტის ქვეშ დაბრუნდებიან. ის ასევე დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში. 
"პირველი ნაბიჯი მომავალ წელს გადაიდგმება, როდესაც თბილისი ნატოსგან წევრობის სამოქმედო გეგმის მიპატიჟებას მიიღებს. მოსკოვისათვის ეს კოშმარის განახლების ტოლფასი იქნება და შესაძლოა ეს მავთულხლართებიც სწორედ ამ უკმაყოფილების გამოხატვაა", _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.


„ჯი-ეიჩ-ენი“

No comments:

Post a Comment