June 13, 2013

სამართალდამცველებმა თბილისში ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა აღკვეთეს

სამართალდამცველებმა თბილისში დღეს გამთენიისას ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა აღკვეთეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. კერძოდ, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას თბილისში დაკავებულ იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, პლასტიდი და ელექტრო დეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, სასროლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია", - განაცხადა გიორგობიანმა.



დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment