პრემიერ-მინისტრის ბიზნეს-ცენტრთან რადიაციული ფონის მომატების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. - ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გეოფიზიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა კომპლექსური ინსპექცია რადიაციული უსაფრთხოების შესამოწმებლად. ბიზნეს-ცენტრის ტერიტორიის რადიაციული მონიტორინგის შედეგების თანახმად, გამოსხივება ბუნებრივი ფონური რადიაციის ფარგლებშია, ხოლო სასმელი წყლის სისტემაში და არსებულ ბუნებრივ ღელეში რადონის კონცენტრაცია შეადგენს 1 ბკ/ლიტრზე და შეესაბამება დადგენილ ნორმებს.
შემოწმდა ასევე ამაღლების ქუჩის ბოლოს ბუნებრივი წყარო, რომელიც წარმოადგენს გრუნტის წყლის ლოკალური განტვირთვის ზონას და ჩაედინება გვერდზე გამავალ ღელეში, სადაც რადონის კონცენტრაციაა 45 ბკ/ლიტრზე. მაჩვენებელი კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ ზღვარზე ნაკლებია. ასეთი ტიპის წყალი მრავლადაა გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე და აღნიშნული წყარო გამონაკლისს არ წარმოადგენს". ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
timer.ge
No comments:
Post a Comment