June 9, 2013

"საქართველოს ნატო-ში მიღებაზე ლაპარაკობენ ისე, როგორც გადაწყვეტილ საკითხზე"

რუსეთის დუმის თავდაცვის კომოტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ კომოედოვის აზრით, "ნატო-ში მივიდნენ იქამდე, რომ საქართველოს ალიანსში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშეც მიიღებენ".

როგორც რუსეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამის შესახებ რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კომუნისტური პარტიიდან, შავი ზღვის ფლოტის ყოფილი სარდალმა, ადმირალმა ვლადიმერ კომოედოვმა ლაზარევის სახელობის საზღვაო ბიბლიოთეკაში, სევსატოპოლის ფლოტის ვეტერანების შეხვედრაზე განაცხადა.


"მე ვხელმძღვანელობ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციას ნატო-ში. იქ ხშირად ვიმყოფები, ყველა სემინარსა თუ სხვა ღონისძიებაზე. ლუქსემბურგში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფუხლო სესიაზეც ვიყავი, შემდეგ კი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მიგვიღეს. იქ არამარტო საპარლამენტო ჯგუფი იყო წარმოდგენილი, არამედ ალიანსის ხელმძღვანელობაც. ჩემი აზრით, ნატო სტაგნაციაში არ იმყოფება, როგორც ეს ზოგიერთი მიმომხილველს ჰგონია. ის ვითარდება. შეერთებული შტატები ნატო-ს 75%-ით აფინანსებს, მაშასადამე, პრაქტიკულად ყველაფერი მას უკავია", - განაცხადა კომოედოვმა.

მისივე თქმით, ნატო "ღია კარის პოლიტიკას" აგრძელებს.

"უახლოეს პერიოდში ნატო-ში, შეიძლება, მიიღონ 5 სახელმწიფო - მაკედონია და სხვები, მომავლში კი დაპირებაა საქართველოს გაწევრიანების შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინტერესდით, ნატო-ს წესდებიდან გამოდინარე, რა სახით აპირებენ საქართველოს მიღებას, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად? როგორც ჩანს, ისინი მივიდნენ იმ მომენტამდე, რომ მათ გარეშეც მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში საქართველოს ნატო-ში მიღებაზე ლაპარაკობენ ისე, როგორც გადაწყვეტილ საკითხზე", - განაცხადა კომოედოვმა.


ნინო ჩიჩუა
„პირWელი“

No comments:

Post a Comment