"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ევროკავშირის წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს.
ასე გამოეხმაურა ბურჯანაძე გადაცემა "პრეს-პრესში" სტუმრობისას პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც თუ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთს დატოვებს, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ.
"ეს საერთოდ, წარმოუდგენელი განცხადებაა. მე კატეგორიულად ვერ დავეთანხმები დავით უსუფაშვილს. მე ვფიქრობ, რომ თავად ევროკავშირი მოითხოვს და ბატონ დავითს მოუწევს განმარტების გაკეთება, რას გულისხმობს. ჩვენ რა, შანტაჟის ობიექტი ვართ, თუ ნატო-ს ოპერაციაში არ მივიღებთ 1500-კაციანი კონტინგენტით მონაწილეობას, მაშინ ევროკავშირის მონიტორინგის მისია გავა?! ეს წარმოუდგენელია. საერთოდ არაფერ შუაში და არავითარ კავშირში არ არის ევროკავშირის მონიტორინგის მისია ავღანეთში ჩვენს 1500-კაციან კონტინგენტთან და არ არის საჭირო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და დაშინება", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ჩიჩუა
No comments:
Post a Comment