ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრი ექსპერტი კახი კახიშვილი საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ჩვენების მიცემისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"პრეზიდენტი იმიტომ არის პრეზიდენტი, რომ მხოლოდ კი არ ილაპარაკოს. თუ ის თვლის, რომ ძალიან საზარელი რამე მოხდა, ისეთი რომ მან არ იცოდა, აგერ პროკურატურა, მივიდეს და ჩვენება მისცეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მას იმუნიტეტი იცავს, პროკურატურა ვერ დაიბარებს, მაგრამ თვითონ როგორც პრეზიდენტს თუ სურვილი აქვს შეუძლია ჩვენების მიცემა. მისცეს ჩვენება, რა იყო როგორ იყო, რომ არ იცნობს ჩხატარაშვილს და ქარდავას, როგორც დააჯილდოვა ერთიც და მეორეც ღირსების ორდენით, როგორ გადასცა ერთს 1000 ჰექტარი მიწა ერთ ლარად. ეს ყველაფერი პრეზიდენტმა ჩვენებაში ასახოს, ჩვენც გვაინტერესებს",- განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შს სამინისტროს მიერ სამეგრელოში, სამალავებში ვიდეომასალის აღმოჩენას გუშინ გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ამ ვიდეოფირებში, თუ ისინი სიმართლეს შეესაბამება, ძალიან მძიმე დანაშაულია ასახული და ამის ჩამდენნი უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
"შეიძლება სადისტები შეიპარონ და თუ ეს ასე იყო, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მთავრობის დროს ასე მოხდა. მათ მიმართ კონკრეტული მიდგომა უნდა იყოს, მათ ხელი არ უნდა დააფარონ. კონკრეტულმა დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
TIMER.GE
No comments:
Post a Comment