საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, სამწლიანი, სწრაფი ზრდის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა შენელდა, თუმცა მისია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკის სწრაფად გაზრდას არ გამორიცხავს.
როგორც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მისიის დასკვნით განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში პოლიტიკური გაურკვევლობებს და შეფერხებებს ასახავს და თუ პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურობას შეინარჩუნებს და ბიზნესისთვის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება.
"2010 – 2012 წლის პირველი ნახევარში საშუალოდ 7 პროცენტით ზრდის შემდეგ, ეკონომიკამ შენელება დაიწყო 2012 წლის მესამე კვარტალში. ინფლაცია მკვეთრად შემცირდა: 15- დან (მაისი, 2011)- 1.7 პროცენტამდე (აპრილი, 2013), რაშიც აისახა ფასების კლება სურსათსა და ენერგო მატარებლებზე (რომელსაც მთავრობამ უზრუნველყო). იმავდროულად შენელდა ადგილობრივი მოთხოვნა. ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რომელიც სავარაუდოდ გასულ წელს არჩევნებამდე დაიწყო, ასახავს პოლიტიკური გაურკვევლობებს და შეფერხებებს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში. საქართველოს ეკონომიკას ვერც მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელება დაეხმარა. გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ინვესტორები უკვე იჩენდნენ სიფრთხილეს. არჩევნების შემდეგ ეს სიფრთხილე თითქოსდა გაძლიერდა მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შენელებით, მოსალოდნელზე მაღალი რეალური საპროცენტო განაკვეთებითა და პოლიტიკური დაძაბულობით. ბიზნეს წრეების ინფორმაციით, ძირითადი რეფორმების (თუმც ბევრ შემთხვევაში სასურველი რეფორმების) გამოცხადება არსისა და განხორციელების დეტალების გახმოვანების გარეშე (მაგ. ჯანდაცვის რეფორმა, შრომის კოდექსი, საპარტნიორო ფონდი და ახალი კერძო საინვესტიციო ფონდები) გაურკვეველს ხდიდა სამთავრობო პოლიტიკას", - ნათქვამია მისიის დასკვნით განცხადებაში.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურობას შეინარჩუნებს, გაურკვევლობა იკლებს და ბიზნესისთვის მხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა გატარდება, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკა სწრაფით გაიზრდება.
"ამ ეტაპზე პროგნოზები ჩვეულზე მეტ გაურკვევლობას ეფუძნება, თუმცა, ჩვენი საბაზისო გათვლებით ეკონომიკური აქტივობა წლის დარჩენილ პერიოდში სწრაფად გაიზრდება (წლიური ზრდის ტემპი წლის დარჩენილ პერიოდში დაახლოებით 8 პროცენტი იქნება, სეზონურობის ეფექტის გამორიცხვით). პირველ კვარტალში ზრდის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დარჩენილ დროში ზრდის მაღალმა ტემპმა 2013 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4 პროცენტიანი ზრდა უნდა უზრუნველყოს. ხოლო 2014 და შემდეგ წლებში ზრდა ისევ 6 პროცენტ იქნება. ამ შემთხვევაში ინფლაცია წლის ბოლოსთვის 1½ პროცენტამდე შეიძლება გაიზარდოს და 2014 წლის დასასრულისთვის დაახლოებით 5 პროცენტს მიაღწიოს. აღნიშნულ პროგნოზს თავისი რისკები გააჩნია როგორც მატების ასევე კლების მხრივ: მატების მხრივ: რუსეთის ბაზრის გახსნა და გაზრდილი ინვესტიციების შემოდინება, კლების მხრივ: პარტნიორ ქვეყნებში შენელებული ზრდა და შეფერხებები ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესში. თუ ქვეყნის ხელისუფლება მონეტარული და ფისკალურ პოლიტიკით განსაზღვრულ ზომებს განახორციელებს ქვემოთ მითითებულის თანახმად, და უფრო გასაგებს გახდის ეკონომიკური პოლიტიკის დეტალებს, მაშინ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება დროებითი იქნება", - აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ მისიის დასკვნითი განცხადების პირველ თავში საქართველოს ეკონომიკური გარემოა შეფასებული და ნათქვამია, რომ ქვეყანას აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები შემდგომი რეფორმების გატარების და საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
"თუ მთავრობა, დაგეგმილისამებრ, შეძლებს ქვეყნის მიღწევების გამოყენებას და ქვეყნის შენების გაგრძელებას – სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მეტ გამჭვირვალობას, ადამიანის თავისუფლების კონტექსტში ძირითადი უფლებების დაცვას, სიღარიბესთან და უთანასწორობასთან ბრძოლასა და სავაჭრო ხელშეკრულებების დადებას უმსხვილეს პარტნიორებთან, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას, პოტენციური სარგებელი საშუალო ვადიან პერიოდში უდაოდ დიდი იქნება. თუმცა, ამ გზაზე ბევრი გამოწვევაა", - ნათქვამია მისიის დაკვნითი განცხადების პირველ თავში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასკვნითი განცხადება მიმდინარე წლის 10 ივნისს გამოქვეყნდა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" არაოფიციალური თარგმანის საფუძველზე მოამზადა.

„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment