June 27, 2013

ვირთხების დოღი და სისტემური ამნეზია

ყმაწვილკაცობაშირომელიცსაყოველთაოაღიარებითჯერ არ დასრულებულამიხეილსააკაშვილს უნდოდარეჟისორი გამხდარიყო,თუმცა ალბათვერავინ წარმოიდგენდარაუცნაურ და ტრაგიკულ ნაყოფს გამოიღებდასაბოლოოდ ეს დაუკმაყოფილებელი ამბიციამისიმმართველობის წლებში შსს- უკანონოდ 12888ფარული ჩანაწერი მოიპოვასააკაშვილისპოლიციელებმა გადაიღეს მეტივიდრე
 ინდურმა,,ბოლივუდმა» ამავე პერიოდშიპოლიტიკოსების,დიპლომატებისჟურნალისტების პირადი დასაქმიანი ცხოვრების ამსახველი სცენებიროგორცჩანსწარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს,რომლის გამოყენებით არშემდგარი რეჟისორი დადიქტატორი საქართველოზე კონტროლის შენარჩუნებას ლამობდა.
ფირებზე, რომლებიც საგანგებოდ შერჩეულ აუდიტორიას უჩვენეს, ასახულია მამაკაცების გაუპატიურება პოლიციელების მიერ და ეს, სამწუხაროდ, არ არის გამონაკლისი შემთხვევა. თუ ჩვენ თავს მოვუყრით ყველა ინფორმაციას მსგავსი ფაქტების შესახებ, ძალიან დიდი ალბათობით, მივალთ დასკვნამდე, რომ რეჟიმმა ჰომოსექსუალური გაუპატიურება დათრგუნვის ერთ-ერთ საშუალებად გადააქცია, რომელსაც არცთუ იშვიათად იყენებდა. კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე დიდი ბოროტება არ არსებობსმაგრამფაშისტები ამას არ აკეთებდნენმამაკაცების აბსოლუტურ უმრავლესობას ურჩევნიაშუბლშიტყვია დაახალონვიდრე დამართონ ისრაც ამ ფირებზეა ასახული.

პირადად მეწინააღმდეგი ვარ იმისარომ ეს ჩანაწერები ტელევიზიით აჩვენონრადგან ამისშემდეგ უამრავი მოქალაქესავარაუდოდ,  ქუჩაში გავა და დაიწყებს «ნაციონალების» ლინჩისწესით გასამართლებასსადაც კი დაიჭერსდანაშაულის სიმძიმის მიუხედავადამის დაშვება არშეიძლებათუმცა იმ უცხოელებმარომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილისხელისუფლების რეფორმებს (მათი მოკლე აღწერა ამიერიდანალბათშემდეგ სახეს მიიღებს: «პოლიციამ ქრთამის აღება შეწყვიტა და თანამოქალაქეების გაუპატიურება და სადისტურიწამება დაიწყო») და მთელ ამ «ვარდისფერ ჭირს» ხოტბას ასხამდნენეს ჩანაწერებიაუცილებლად უნდა ნახონ.

მთავარი ფიგურანტი, ძველად რომ იტყოდნენ, «ნესოზნანკას აწვება» და შერჩევითი ამნეზიის დემონსტრირებას ახდენს. ის ირწმუნება, რომ არაფერი იცოდა, არ იცნობდა ამ საქმეში გარეულ მაღალჩინოსან პოლიციელებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მაღალ ჯილდოებს გადასცემდა, გვიმტკიცებს, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია, თითქოსდა საქმე სამოყვარულო პორნოს გადაღების მსგავს თვითშემოქმედებასთან გვქონდეს. ალბათ, იგულისხმება, რომ 13000-მდე უკანონო ჩანაწერი შსს-ში შეპარულმა მანიაკმა კინომოყვარულებმა საკუთარი ინიციატივით შექმნეს. ის, აგრეთვე, ამბობს, რომ სამალავები, რომლებშიც, იარაღთან ერთად, ეს ჩანაწერები აღმოაჩინეს, მისი მითითებით, რუსების შემოჭრის შემთხვევაში პარტიზანული ბრძოლის წარმოებისთვის შეიქმნა. კაცმა რომ თქვასგენიალური იდეაა _ რუსული ტანკების შეჩერებაკომპრომატითიდიოტმა ფიურერმა თავისი გენშტაბითთავის დროზეამდენი ვერ მოიფიქრა.მიხეილ სააკაშვილი თურმე პარტიზანული ომის გამოჩენილი თეორეტიკოსიატიტანი,პოტენციური სიდორ კოვპაკი და ერნესტო ჩე გევარა ერთ ფლაკონშიდაღეჭილი ჰალსტუხით.

ნამდვილად არ მშურს იმ გამომძიებლის, რომელსაც ახლო მომავალში, 99%-იანი ალბათობით, სააკაშვილის დაკითხვა მოუწევს. რა ნერვების პატრონი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ყოველივე ამის მოსმენა და ოქმში შეტანა მოუწევს? არაფერი იცოდა, არავის იცნობდა და გმირულად ემზადებოდა სამამულო ომისთვის ხანმოკლე შუალედებში საბიუჯეტო თანხების ფლანგვასა და ადამიანების უფლებების ტოტალურ დარღვევას შორის; რას ვერჩით ამ პატრიოტ კაცს, მიგვეშვა, ბრძოლით სტალინგრადამდე ჩავიდოდა.

სააკაშვილზე საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ალბათ, უნდა ვაღიაროთ, რომ ის უიმედოა, თუმცა ჩვენ გვერდით ცხოვრობს არაერთი ადამიანი, რომელიც მხარს აქტიურად უჭერდა, ეკავა მაღალი თანამდებობა სახელისუფლო სტრუქტურებში ან პროპაგანდისტული პირამიდის მწვერვალზე და დღეს ყურაწეული ბავშვის ტონალობაში გვიმტკიცებს: «არაფერი ვიცოდით... ამას როგორ წარმოვიდგენდით?». «როგორც ირკვევა, ეს მანიაკები იწერდნენ ყველას... პოლიტიკურ კონკურენტებს, საკუთარ თანაგუნდელებს, ცნობილ ადამიანებს, ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს... გასრისოს კანონმა ყველა, ვინც ამ სიბინძურეში რაიმე სახით მონაწილეობდა!.. გადაბუგოს მართლმსაჯულებამ ყველა დამნაშავე!.. ნებისმიერი!» _ წერს «ფეისბუქზე» სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი «ნაცმოძრაობიდან» გოგა ხაჩიძე. განცხადებას ავრცელებს საპატიმროში მყოფი ვანო მერაბიშვილიც: «ჩემი მინისტრობის დროს მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, რომლებიც ამ ფაქტში მონაწილეობას იღებდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მინისტრობის დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა».

არაერთი, შედარებით დაბალი რანგის მათი თანამოაზრე დღეს მსგავსი  შინაარსის განცხადებებს ავრცელებს, ზოგიერთი კი ფრიად გაუბედავად ბოდიშის მოხდასაც ცდილობს, ცხადია, არა მონაწილეობისთვის რეჟიმის დანაშაულებრივ საქმეებში და მითუმეტეს მათი ორგანიზებისთვის, არამედ იმისთვის, რომ «არ იცოდნენ» და თავის დროზე «ვერ გაარკვიეს».

ყოველივე ამან შეიძლება ერთი ძველი ისტორია გაგვახსენოს. 1945 წლის აპრილშიბოლოოპერატიულ თათბირზე თავის უწყებაშიიოზეფ ჰებელსმარომელიც გარკვეული დროისგანმავლობაში ხელქვეითების კამათში არ ერეოდაუცებ თავი აწია და თქვა: «ბატონებორატომთანამშრომლობდით ჩვენთანახლა თქვენ ამისთვის დაგსჯიან», _ ადგა და ოთახიდან ისეგავიდარომ პროპაგანდის სამინისტროს პირდაღებულ ჩინოვნიკებს ზედაც არ შეხედა.

არის შემთხვევები, როდესაც დიქტატორული რეჟიმის მსახური  აცნობიერებს, რომ დანაშაულის თანამონაწილე იყო, გულწრფელად ინანიებს და ჩვენ ვალდებულნი ვართ, შევუნდოთ მას და დახმარება აღმოვუჩინოთ. არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც ის ამბობს: «კი, ეს ყველაფერი გავაკეთეთ,  შეგიძლიათ დამხვრიტოთ, მაგრამ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავით, ნაციონალ-სოციალიზმის (ან მიშიზმ-ვანოიზმის) საბოლოო მიზანი ამ მეთოდებს ამართლებს»; ასეთ ადამიანს გულში, რა თქმა უნდა, ვერ ჩაიკრავ, თუმცა მას შეიძლება ესაუბრო, რათა დაუმტკიცო, რომ არსებობს გაცილებით მაღალი ღირებულებები, ვიდრე ესა თუ ის კაცთმოძულე იდეოლოგია სთავაზობს. და ბოლოს, არის შემთხვევები, როდესაც ის იქცევა, როგორც შეშინებული ვირთხა, რომელიც ცდილობს, თავი დაიძვრინოს და მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რათა მის პირად კეთილდღეობას საფრთხე არ დაემუქროს; მას საერთოდ არ აინტერესებს, სწორად იქცეოდა თუ არასწორად, არ აღელვებს ზნეობრივი კატეგორიები და იდეები და მხოლოდ ის უნდა, ძველებურად, უდარდელად ცხოვრობდეს. ჩვენ ალბათ, უპირველესად, უნდა დავადგინოთ, რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე (ალბათ, ძირითადად მესამესთან, თუმცა ეს სუბიექტური მოსაზრებაა).

საქართველო პატარა ქვეყანაასადაც ყველამ ყველაფერი იცისცხრა წლის განმავლობაშიუფლებადამცველებიამ სიტყვის სრული მნიშვნელობითკიოდნენ იმაზერაც სააკაშვილისმხარდამჭერებმა თურმე მხოლოდ ახლა გაიგესამის შესახებ წერდა დამოუკიდებელი მედიაესინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო სოციალურ ქსელებში და მთელ რიგ შემთხვევებში მისიგადამოწმება ძალზე იოლი იყოარგუმენტი «ჩვენ არ ვიცოდით» ძალზე უსუსურად გამოიყურებადა კრიტიკას ვერ უძლებს.

მთავარი პრობლემა, სავარაუდოდ, ისაა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ყველაზე მასშტაბურ ზნეობრივ (უფრო სწორად, უზნეო) კომპრომისთან საქართველოს უახლეს ისტორიაში, ბედნიერი ცხოვრების მოწყობასთან სხვისი უბედურების ხარჯზე და ეს გარემოება არა ცალკეული ადამიანების ან ჯგუფების, არამედ მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, რადგან ორმაგი მორალი სწორედ მისი წიაღიდან აღმოცენდა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს იყო რაღაც პერიფერიული ეფექტი, უცნაური პათოლოგია, თუმცა მწარე სიმართლე, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში მზადაა, ფარდობითი სოციალური კეთილდღეობისთვის  თანამოქალაქეებს ყელი გამოღრღნას; ახლა მათ ნაწილს, გებელსის თქმის არ იყოს, «ამისთვის დასჯიან», მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოხსნილია.

სიღარიბე, გაუნათლებლობა, ზნეობრივი ღირებულებების დევალვაცია, სიზარმაცე, ფსიქოლოგიური კომპლექსების მთელი ბუკეტი _ ამ ფუნდამენტის გარეშე სააკაშვილის რეჟიმის ფორმირება წარმოუდგენელი იქნებოდა. არც სააკაშვილიარც ის ზონდერებირომლებიც კლავდნენაწამებდნენ დააუპატიურებდნენ თანამოქალაქეებს და არც ისინივინც ამას ტელეეკრანებიდანამართლებდნენმარსიდან არ ჩამოფრენილანდა ვიდრე ჩვენ გავასამართლებთ მათროგორცფაშისტებსკარგი იქნებათუ შევეცდებითაღმოვაჩინოთხომ არ იმალება სადღაცჩვენიქვეცნობიერის სიღრმეში პატარაშეშინებული «შინაგანი ფაშისტი», რომელიც ახალშესაძლებლობას ელოდებარადგან ამჯერად არ გაუმართლადანაშაულებრივი რეჟიმისგასამართლება სწორი და აუცილებელიათუმცა არ მოიტანს სასურველ შედეგს იმის გააზრებისგარეშეთუ რამ გახადა შესაძლებელი მისი აღმოცენება.

12888 უკანონო ჩანაწერის არსებობა ცალსახად სისტემურ დანაშაულზე მიუთითებს და მათი წარმოჩენა ცალკეული მანიაკების თვითშემოქმედებად ლოგიკის, საღი აზრის და ზოგადად, ინტელექტის შეურაცხყოფაა. საინტერესოა, რა ტიპის დანაშაულზე მიუთითებს მონაკვეთი პროკურატურის ორშაბათის განცხადებიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელები თურმე «შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ხელშეწყობითა და ორგანიზებით, პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და, რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს» (ციტატა განცხადებიდან, რომელიც ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების შემდეგ გავრცელდა).

საუბარია იმ პოლიციელებზე, რომლებმაც  «ს. გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ს. გირგვლიანს წამების მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიაყენეს აურაცხელი ჭრილობა, მათ შორის 12 ჭრილობა ყელის არეში. გარდა ამისა, მას დაზიანებები აღენიშნებოდა მარცხენა მხარზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლზე, წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ და ასეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფი, გვიან ღამით მიატოვეს უკაცრიელ ადგილას. 2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა მეგობრებმა იპოვეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე».

ალბათხვალ მიხეილ სააკაშვილი გამოვა და გვამცნობსრომ ესეც ცალკეული მანიაკებისთვითშემოქმედება იყორომლებიც სისტემაში შეიპარნენან იტყვისრომ არაფერი იცისარავისიცნობსარაფერი ახსოვს და ასე შემდეგჩვეულ ამნეზიურ სტილშივერაფერს ვიზამთვერავინმოსთხოვს ადამიანსღირსებით შეხვდეს კარიერის დასასრულს და პიროვნულ კრახს მაშინ,როდესაც მას ღირსება არ აქვს.

დიმიტრი მონიავა
„საქართველო და მსოფლიო“

No comments:

Post a Comment