June 17, 2013

"დამნაშავე პერსონების იდენტიფიცირება რთული არ იქნება"

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის აზრით, "სამალავებში შსს-ს მიერ აღმოჩენილი ფატობრივი მასალების სიმრავლიდან გამომდინარე, დამნაშავეების იდენტიფიცირება რთული არ იქნება".

როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-ს მიერ აღმოჩენილი მტკიცებულებები ადასტურებენ იმას, "პირველი ოქტომბრის არჩევნები "ქართული ოცნების" გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო, საქართველოს ყველა რეგიონში რეპრესიები იყო მოსალოდნელი".

"სამეგრელოში რაც იქნა აღმოჩენილი,
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ამ რეგიონში ხდებოდა. მთელ საქართველოში ვიცოდით, რომ ამზადებდნენ ბრალდებებს ყველა ოპოზიციურად განწყობილი მეტ-ნაკლენად გავლენის მქონე ადამიანების მიმართ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ძალიან მწარე გაკვეთილები გვაქვს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, კარგი ქვეყანა როგორ მოვაწყოთ. ეს ყველაფერი გამოგვადგება იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯებს ხელისუფლება არასდროს გადადგამს. ეს ჭკუის სასწავლებლად კარგია ყოფილი ხელისუფლებაში მყოფი იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც პასუხს აუცილებლად აგებენ და ძალიან კარგია ახალი ხელისუფლებისთვის, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები ქვეყანაში გადამწყვეტი უნდა იყოს. აღმოჩენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, დამნაშავე პერსონების იდენტიფიცირება რთული არ იქნება", - განაცხადა ძიძიგურმა. 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების მიერ მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, დაფარული სამალავები აღმოაჩინეს, რომლებშიც დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღები, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, ასევე ყოფილი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი და  ადამიანების სასტიკი წამებისა და მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის ამსახველი არაერთი ვიდეოფირია ნაპოვნი.


დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment