June 28, 2013

"საქართველოს ხელისუფლება არბილებს დამოკიდებულებას აფხაზეთში მცხოვრებთათვის, რომლებიც რუსული პასპორტებით გადაადგილდებიან"

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ცნობით, "საქართველოს ხელისუფლება არბილებს დამოკიდებულებას აფხაზეთში მცხოვრებთათვის, რომლებიც რუსული პასპორტებით გადაადგილდებიან".

ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთსა და საქართველოზე თანამომხსენებელთა ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ამ ქვეყნებში 12-16 მაისს
განხორციელებული ვიზიტის საფუძველზე მომზადდა.

"საქართველოს ხელისუფლება განიხილავს, შეარბილოს დამოკიდებულება აფხაზეთში მცხოვრებთათვის, რომლებიც რუსული პასპორტებით გადაადგილდებიან. მაგრამ არა მათთვის, ვინც ფლობს თვითონ აფხაზეთში, რუსი ოფიციალური პირების მიერ გაცემულ პასპორტებს, რადგანაც ამან შესაძლოა, დატოვოს შეგრძნება, რომ საქართველო შეეგუა რუსეთის მიერ აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს ან მასზე რუსული იურისდიქციის აღიარებას. ხელისუფლებამ ასევე გააუქმა წესები, რომლებიც "აფხაზეთსა" და "სამხერთ ოსეთში" გაცემული ე.წ. პასპორტებით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას ართულებდა, იღებს რა მათ, რომ როგორც ძალაში მყოფ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - ნათქვამია დოკუმენტში.



ნინო ჩიჩუა
„პირWელი“

No comments:

Post a Comment