საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი შოკირებული და გაოცებულია იმ ინფორმაციით, რაც მას საელჩოს თანამშრომლებმა სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალების ნახვის შემდეგ მიაწოდეს.
ამის შესახებ ბრიჯიტ ბრინკმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კადრების ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ყველა დამნაშავე პირი დაისაჯოს, ვინც ამ მასალის შექმნაში მონაწილეობდა.
"მე და ამერიკის ელჩი შოკირებული და გაოგნებული ვართ იმ ინფორმაციით, რომელიც საელჩოს თანამშრომლებმა ვიდეოების ნახვის შემდეგ გადმოგვცეს. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ გამოძიება ბოლომდე დასრულდეს და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც მასში მონაწილეობდა. მე როგორც აშშ-ის ელჩის მოადგილე რეკომენდაციას ვაძლევ საქართველოს მთავრობასა და ძალოვან სტრუქტურებს, რათა დადგენილი იყოს ამ ვიდეოების ავთენტურობა. რაც შეეხება ამ სამალავებში აღმოჩენილსა და და მასთან ერთად სხვა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების განადგურებას, გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებამ უნდა მიიღოს", - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოადგილემ.
დავით ჯალაღონია
No comments:
Post a Comment