ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მთავრობის ინტერესებში შედის, რომ "თალიბების" ვიდეოების მსგავსი თემები პოლიტიკურად მოტივირებულად აღქმული არ იყოს.
ამის შესახებ რასმუსენმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "თალიბების" სახელით გავრცელებული ვიდეოების კომენტირებისას განაცხადა.
"ვიდეოების მოტივზე ვერაფერს გეტყვით. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მეთაურები ყველა საჭირო ზომას იღებენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ISAF-ის სამხედროების უსაფრთხოება. პირველ რიგში, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ჩვენ სამართლებრივ პროცედურებში არ ვერევით, მაგრამ გარკვევით აღვნიშნე, რომ საქართველოს მთავრობამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და უზრუნველყოს სამართლიანი პროცესი. რა თქმა უნდა, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საქმეები არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებულად აღქმული. ეს მოქმედი მთავრობის ინტერესებშიც შედის", - განაცხადა რასმუსენმა.
ინგა მურუსიძე
No comments:
Post a Comment