უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გეგმებზე საუბრობს.
როგორც ბესელია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, საერთაშორისო არენაზე "ნაციონალების" ლობისტების მაქსიმალური მობილიზება მიმდინარეობს.
"იგეგმება ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი ღონისძიებებისა და პიარკამპანიების მოწყობა. ლობისტები ცდილობენ, დასავლეთი შეცდომაში შეიყვანონ. იმ ადამიანებისთვის ეს ფაქტობრივვი მასალა, ვფიქრობ, მართლაც იქნება შოკისმომგვრელი. ორშაბათიდან სტრასბურგში გვეწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო სესია, "ნაციონალური მოძრაობა" იქ აპირებს ძალების მობილიზებას თავისი მხარდამჭერებითა და ლობისტებით. ჩვენ ვემზადებით და ვაპირებთ, ვაჩვენოთ 26 მაისის კადრები, გადაღებული ფილმი, რომელიც ასახავს ამ ხელისუფლების სისასტიკეს, ჩვენ ყველა ფაქტობრივ მასალას ჩავიტანთ და ვაჩვენებთ",- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება წინა ხელისუფლებას მოუწოდებდა - გამოიძიეთ 26 მაისი, გირგვლიანის საქმე, გამოიძიეთ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული დევნა და ა.შ, თუმცა ბესელიას თქმით, ამაზე რეაგირება არ ხდებოდა.
"ჩვენ ევროსაბჭოს ვეტყვით, რომ დაიძრა ამ საქმეების გამოძიების პროცესი, ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი და რაც ხდება, ვერ მოინათლება პოლიტიკურ დევნად, ხელისუფლება თავის მოვალეობას ასრულებს",- განაცხადა ეკა ბესელიამ.
TIMER.GE
No comments:
Post a Comment