როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ეს არ იყო ლოკალური ხასიათის დანაშაული, ერთ კონკრეტულ რეგიონში ჩადენილი, არამედ ეს იყო სისტემური დანაშაული, ეს იყო ის კარგად შემუშავებული მეთოდები, რომლითაც ყოფილი ხელისუფდლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.
"ზოგადად, როდესაც საუბარი სისტემურ პრობლემებზე მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, იკვეთება სერიოზული ეჭვები და კვალი გადის თუნდაც ჩემს წინამორბედზე. სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო მინისტრი 2011 წელს და სწორედ ის ხელმძვანელობდა ჩვენს უწყებას. შესაბამისად, გამოძიებას რომ გაუჩნდეს ეს კითხვები, მგონი ლოგიკურია", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment