June 7, 2013

ირაკლი ღარიბაშვილი - მიმდინარეობს დადგენა თუ რომელი ქვეყნიდან მოხდა გუშინ ვიდეოს ატვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ინტერნეტში თალიბების სახელით ქართველი სამხედროების მიმართ მუქარის შემცველი ვიდეომასალის გავრცელებას ეხმაურება. 
როგორც  ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებაშია აღნიშნული,  შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად აქტიურად მუშაობს, რათა დაადგინოს საიდან მოხდა აღნიშნული ვიდეოს ატვირთვა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ინტენსიურად მუშაობს, რათა დაადგინოს, თუ საიდან მოხდა აღნიშნული ვიდეოს გავრცელება. მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რომელი ქვეყნიდან მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა. ჩვენ აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი პარტნიორები. ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.", - აცხადებს ღარიბაშვილი.
მინისტრი აცხადებს, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა დაცული. 
როგორც ცნობილია, Youtube-ზე ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ" გუშინ გავრცელდა.

ინტერპრესნიუსი

No comments:

Post a Comment