June 18, 2013

"კონგრესის ინფორმაციის წყარო არ არის მთლად გულწფრელი, მაგრამ ეს პასუხისმგებლობას არ უხსნის მთავრობას, რომ იმუშაოს ამერიკასთან"

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ამერიკის კონგრესის ინფორმაციის წყარო გულწრფელი არ არის, თუმცა ეს მთავრობას არ უხსნის პასუხისმგებლობას, რომ ამერიკასთან მეტი იმუშაოს.

ასე გამოეხმაურა ზაქარეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობათა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას.


"რაკი ქვედა პალატაში ასეთი საკითხები განიხილება, ეს არ არის სახუმარო საკითხი, ნამდვილად ანგარიშგასაწევია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჯობია კონგრესის საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ, თუ როგორ იქნება მიღებული ეს ტექსტი. ნემისმიერ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ საჭიროა მეტი მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კონგრესთან, რათა მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში. მე მგონია, რომ მათი ინფორმაციის წყარო არ არის მთლად გულწფრელი, მაგრამ  ეს პასუხისმგებლობას არ უხსნის მთავრობას, რომ იმუშაოს ამერიკასთან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობათა პალატის კანონპროექტის ვერსიაში წერია, რომ "საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც გარკვეულწილად, პოლიტიკური მოსაზრებებით არის მოტივირებული, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე".


ინგა მურუსიძე
„პირWელი“

No comments:

Post a Comment