პრემიერის თქმით, საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგს იცნობს, თუმცა მისთვის არც ერთი საკითხი არ არის ისეთი საინტერესო, რომ ამ სხდომაზე წავიდეს.
"8 თვის განმავლობაში უშიშროების საბჭო არ იკრიბებოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რომ ისინი ვალდებული არიან, შეასრულონ მოვალეობა, ამის შემდეგ შეკრება დაიწყეს. მათ ბიუჯეტი აქვთ მილიონზე მეტი, თუმცა 20 მილიონი მოითხოვეს და ბოლოს მილიონით დაკმაყოფილდნენ. პირველი შეკრება გააკეთეს სასწრაფოდ, მეორე კი - ნორმალურად. დღის წესრიგი ვნახე და მასში შესულია "აისაფის" და ვიდეოკლიპების საკითხი. ჩემთვის, ამ ეტაპზე, არც ერთი არ არის ისეთი საინტერესო, რომ მე ამ შეკრებაზე წავიდე, თუმცა საბჭოს სხდომას დაესწრებიან ღარიბაშვილი, ალასანია და ფანჯიკიძე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს ყველაზე მეტი შეკითხვა აქვს პრეზიდენტთან, რადგან მაია ფანჯიკიძეს აინტერესებს, რატომ არ თანამშრომლობს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და რატომ უშლის ხელს ელჩების დანიშვნის პროცესს.
"თედო ჯაფარიძე განაწყენებულია და უარიც თქვა უკვე ელჩობაზე. ამ საკითხზე პრეზიდენტი აზრსაც არ გამოთქვამს, იმის მიუხედავად, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მას საჯაროდ რამდენჯერმე დაუსვა კითხვა. ფანჯიკიძე ასევე დაინტერესდება, რატომ მოძრაობს ეს კაცი, რისთვის დადის და სად დადის. თუ ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, ეს ვიზიტები შეთანხმებული უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ამ უწყებასთან უნდა ითანამშრომლოს", - აღნიშნა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ასევე აუცილებელი იყო უშიშროების საბჭოს მოწვევა იმის გასარკვევად, აქვს თუ არა ფუნქცია რეალურად და არის თუ არა იგი ქმედით უნარიანი, არის თუ არა საჭირო მისი დაფინანსება.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილს დაუსვამს კითხვას, რატომ დაანონსა ლამის ერთი თვით ადრე ავღანეთში ჩასვლა.
"ასეთ ზონებში ჩასვლა ასე არ ხდება. ასევე ალასანიას ექნება კითხვა იმ გაურკვეველ კადრებზე, რომელიც სააკაშვილის ტელევიზიამ "რუსთავი-2"-მა გაავრცელა. იგი ჩემთან არ მალავს, რომ "რუსთავი-2" მისია, უბრალოდ, თქვენთან ვერ ახერხებს ამას. რაც შეეხება ირაკლი ღაირბაშვილს, მას ექნება იმ კლიპზე საუბარი, რაც თქვენ და მთელ საქართველოს აშფოთებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment