"გამოძიება ჩიხში არ შესულა. პირიქით, გამოძიება წინ მიდის და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად დადგინდეს, რა მოხდა – ადამიანი მოკლულია, თუ უბედური შემთხვევის მსხვერპლია. ამის გაცხადება ამჟამად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია,
მაგრამ ყველა საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი, პასუხგაცემული იქნება. დღეს რა კითხვაც აფიქრებს და აწვალებს საზოგადოებას – ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, ამ კითხვაზე მალე მკაფიოდ მიიღებთ პასუხს", - აცხადებს კბილაშვილი.
გარდა ამისა, ინტერვიუში მთავარი პროკურორი სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიების პროცესზეც საუბრობს და აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, შარდენ-ბარის სუფრის წევრებს, კერძოდ, თაკო სალაყაიას კუდ-ის თანამშრომლები სანდრო გირგვლიანის წამებას ასმენინებდნენ. კბილაშვილი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმის მასალებში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს.
„ინტერპრესნიუსი“
No comments:
Post a Comment