June 25, 2013

"პრეზიდენტი სხადასხვა ფორმით ჩართული იყო იმ სქემებსა და სისტემაში, რომელიც წლების მანძილზე ჩამოყალიბდა"

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის აზრით, პრეზიდენტი სხადასხვა ფორმით ჩართული იყო იმ სქემებსა და სისტემაში, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე ჩამოყალიბდა.

ამის შესახებ ახვლედიანმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაძლოა, თუ არა დადგეს პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი ფარულ ჩანაწერებში აღმოჩენილი ადამიანების წამების გამო, თუ ეს სისტემურ ხასიათს წარმოადგენდა.


"პრეზიდენტის ბრალეულობას მე ვერ დავადგენ. ეს გამოძიების საქმეა. თუმცა ვფიქრობ, პრეზიდენტი სხვადასხვა ფორმით სამწუხაროდ, ჩართული იყო იმ სქემასა და სისტემაში, რომელიც საქართველოში წლების მანძილზე ჩამოყალიბდა და რომლის პროდუქტია ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიცით და რაც ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, გავიგებთ. პირდაპირი მონაწილეობა მიიღო, ირიბი თუ სხვა არ ვიცი, მაგრამ მისი მონაწილეობა ნამდვილად იყო", - განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, კანონის წინაშე პასუხისმგებელია. 



ნინო ჩიჩუა 
„პირWელი“

No comments:

Post a Comment