June 13, 2013

"რა ფორმით და როგორ მოუწევს გივი თარგამაძეს პასუხისგება, ამას მე გადავწყვეტ და ალბათ, ისე აგებს პასუხს"

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი "გადაწყვეტს, რა ფორმით მოუწევს საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს პასუხისგება".

ასე გამოხმაურა პრემიერის მრჩეველი საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებას კვერცხის ბიზნესთან ხუხაშვილის კავშირისა და იმის შესახებ, რომ როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჯარის კვების საკითხში ხუხაშვილს გაუწია ანგარიში. 


"მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ეს არის კლასიკური ცილისწამება. დღესაც არ ვიცი, კვერცხის ბიზნესში რა ხდება, მითუმეტეს იმპორტზე. თუმცა ის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცნობილია თავისი ბინძური გამონათქვამებით. რა თქმა უნდა, ამაზე მას პასუხისგება მოუწევს აუცილებლად. რა ფორმით და როგორ, ამას მე გადავწყვეტ და ალბათ, ისე აგებს პასუხს. არამხოლოდ ამისთვის, არამედ მთელი იმ სიბინძურისთვის, რასაც მთელი 9 წლის განმავლობაში ეს ადამიანი აკეთებდა საქართველოში", - განაცხადა ხუხაშვილმა.


ნინო ჩიჩუა  
„პირWელი“

No comments:

Post a Comment