June 13, 2013

"მიკაილ კადიევსა და რიზვან ომაროვს ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლოთ"

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის ინფორმაციით, დღეს სამართალდამცველების მიერ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობისთვის დაკავებულ მიკაილ კადიევს გასული წლის დეკემბრიდან ოჯახი ეძებს და სავარაუდოდ, იგი ერთ-ერთი საერთაშორისო ტერორისტის სუფიან ახმედოვი ჯგუფის წევრი იყო.

ამის შესახემ არეშიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.


"კადიევი ჩეჩენთა ერთ ჯგუფთან ერთად იყო ჩამოყვანილი საქართველში 2010-2011 წლებში. აი, ამ ჯგუფის წევრი იყო რუსლან პაპასკირიც, რომელიც ახლა თურქეთის სპეცსამსახურებს ჰყავთ დაკავებული, როგორც გრუ-ს აგენტი. ვერ ვიტყვი, რომ ესენი საერთაშორისო ტერორისტები იყვნენ და განსაკუთრებული წონა ჰქონდათ ჩეჩნურ საზოგადოებაში, მაგრამ როგორც ჩანს, შემსრულებლები იყვნენ და გარკვეული დავალებაც ჰქონდათ. როგორც ჩანს, ეს იმ ჯგუფის წარმომადგენელი იყო, რომელიც თურქეთშია დაკვებული. თურქეთში დაკავებული ჯგუფის ხელმძღვანელი არის სუფიან ახმედოვი, ჯერ კიდევ ინგლისის სპეცსამსახურების მიერ ძიებაში მყოფი ძალიან ცნობილი ტერორისტი. მაშინ მან ინგლისელებს ჩვენება მისცა, რომ ბერეზოვსკიმ მას ერთ-ერთი მსხვილი  ფიგურის მკვლელობა დაავალა. შემდგ ახმედოვი გაათავისუფლეს. მოკლედ, სუფიან ახმედოვი საერთაშორისო ტერორისტია და როგორც ჩანს, მისი ჯგუფის წევრები იყვნენ კადიროვი სხვები", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე ვარაუდით, სამართალდამცველების მიერ ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობისთვის დაკავებულ მიკაილ კადიევსა და რიზვან ომაროვს ძალიან სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლოთ ქვეყნისთვის.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა თბილისში დღეს გამთენიისას ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა აღკვეთეს. დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, პლასტიდი და ელექტრო დეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.

დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment