თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ამერიკის სენატის და წარმომადგენლობითი პალატის საბოლოო რეზოლუცია იქნება ისეთი ღირსეული, როგორიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობას შეეფერება.
ასე გამოეხმაურა ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობათა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
"რეზოლუციის მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოზე არის ყურადღებით კონცენტრირებული. მე ამას არანაირად არ აღვიქვამ ტრაგიკულად. ყველა სენატორს და კოგრესმენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი დამოკიდებულება აქვს. დიდი უმრავლესობა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს. სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან ქარტიით არის განსაზღვრული. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სენატის და წარმომადგენლობითი პალატის საბოლოო რეზოლუცია იქნება ისეთი ღირსეული, როგორიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობას შეეფერება", - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობათა პალატის კანონპროექტის ვერსიაში წერია, რომ "საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც გარკვეულწილად, პოლიტიკური მოსაზრებებით არის მოტივირებული, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე".
ინგა მურუსიძე
No comments:
Post a Comment