June 5, 2013

ვაჟა ოთარაშვილის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა,
უფლის მადლითქართული კულტურა ისეთივეგამორჩეული და სრულყოფილიაროგორც ქართულიენარომელიც ივერიელთა ერის სულიერიხერხემალიაოცდაერთ საუკუნეზე მეტიარაცქართული ენა ჩვენი ეროვნული ერთიანობისა დასახელმწიფოებრივი მთლიანობის უმნიშვნელოვანესკულტურულ ფაქტორს და ქართული ცივილიზაციისმამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. «ქართლადფრიადი ქუეყანაი აღირაიცხებისრომელსაცა შინაქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაიყოველი აღესრულების,» _ ამბობდა გიორგი მერჩულედა ჩვენი სამშობლოს სახელმწიფო სივრცესქართული ენის გავრცელების არეალით საზღვრავდა.ენა მაშინაც აერთიანებდა ივერთა ერსროცა ქართული სახელმწიფო დაქუცმაცებული თუდაპყრობილი იყო ათასი ჯურის მტრის მიერლეონტი მროველი ფარნავაზ მეფის უმთავრესდამსახურებად მიიჩნევს ქართველი ხალხის გაერთიანებას ქართული ენის მეშვეობით: «ამან(ფარნავაზმა _ .) განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართულთა შინათვინიერ ქართულისა

ღვთის შეწევნით, «შემკული და კურთხეული» (იოანე-ზოსიმე) ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრე, სტილისტიკური მოქნილობა, გრამატიკულ კანონზომიერებათა სრულყოფილება და სემანტიკურ-მჭევრმეტყველური ბუნება ჭეშმარიტ ქართველ მწერლებს საშუალებას აძლევს (აძლევდა) სიტყვისქვეშეთის მისტერიათა აღსრულებისა, რამეთუ «ღმერთი იყო სიტყვაი იგი» და ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფმა ჩვენმა ერმა და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებმა შექმნეს ქართველი ხალხის სულიერი ენერგიის პირმშო _ დიდი ქართული მწერლობა.

შეიძლება მრავალ ენაზე ლაპარაკობდე, მაგრამ მხოლოდ ერთ ენაზე უნდა აზროვნებდე. ქართველი მწერლები ყოველთვის ქართულად აზროვნებენ (აზროვნებდნენ) _ ლოცვასავით აღუვლენდნენ უფალს და სამშობლოს თავის შემოქმედებას. ქართული მწერლობა ქართული სიტყვებით აგებული ტაძარია (ტაძრებია), რომელშიც სიტყვისქვეშეთის სასწაულთა ბრწყინვალება ანთია კელაპტრებად. ქართული მწერლობა ყოველდღიურ ომში იყო და არის ქართული სულის გადასარჩენად, დასაცავად, უკვდავსაყოფად; ამასთან, მწერალი მხოლოდ თავისი შემოქმედებით ფასდება და არა წიგნთა სიმრავლით თუ ტელეპოპულარობით. ზნეობრიობა და ქრისტიანული აზროვნება მთავარი ბარომეტრია ქართული მწერლობისა.

ამასთან, ივერიელნი ეკუთვნიან იმ ერებსრომელთაც მშობლიურ ენაზე შექმნეს მდიდარიქრისტიანული კულტურა და უმნიშვნელოვანესი საეკლესიო და საერო მწერლობაამავე დროს,ქართველობა ერთგვარ გამონაკლისიც არის აღმოსავლეთის თუ დასავლეთის ქრისტიან ერებს შორის.კერძოდმაშინროდესაც ისინი შებოჭილნი იყვნენ საეკლესიო-სქოლასტიკური ბორკილებითჩვენ,ჰაგიოგრაფიულ მწერლობასთან ერთადუმდიდრესი საერო მწერლობა შევქმენით ადამიანისსულიერი თუ მიწიერი მისწრაფებებით. ე.წ. ჰუმანიზმი ქართულ მწერლობაში უკვე XI-XII საუკუნეებიდან შემოვიდა, რომელიც დასავლეთ ევროპის ისტორიაში შედარებით გვიან საუკუნეებში ჩნდება. ისე, ცხადია, რომ, როცა სული ჩლუნგდება, რელიგიაც და მწერლობაც კერპთაყვანისმცემლური ხდება. გავიხსენოთ თუნდაც ახლო წარსულის 30-50-იანი წლები, თუმცა არც დღევანდელ მსოფლიოს აკლია ბელადომანია. კაცობრიობის მთელი ისტორია ცოდვა-მადლის ისტორიაცაა და მწერლობა ამ ცოდვა-მადლის სიტყვიერ აღწერას ცდილობს. რაც უფრო ღვთიურია სიტყვა, მით უფრო დიდია მწერლობა. სიტყვებშიც იჟონება ჩვენი ცდუნება და სიკეთე, დარდი და სიხარული... მარადისობის მდუმარე უკუნეთს მხოლოდ სიტყვების ჯარით ვებრძოლებით ადამის ძენი. სხვა ყოველივე ფუჭია. იქნებ ნამდვილი მწერლობა დროში ასიმეტრიული მოძრაობაც არის, რადგანაც მწერლის მიერ დახატული ირეალური სამყარო თუ პერსონაჟები დავიწყებასა თუ სიკვდილს გამოტაცებულ მარადისობად იქცევიან. ჭეშმარიტება ხშირად სიტყვებს მიღმა დევს და სიტყვისქვეშეთიდანაა საკრალური ბრწყინვალების პოვნა საჭირო.

ქართველ მწერალს არასოდეს დაუხევია უკანარასოდეს შეუქცევია მტრისთვის ზურგიარუღალატია ქრისტეს სჯულისა და სამშობლოსთვისწაგებულ ომებშიც კი არ დამარცხებულა დაქართული სიტყვის ღვთიური მადლით სისხლით გადაჰქონდა ეტრატზე მარაბდის თუ კრწანისისტრაგედიაკოჯორთან თუ ტაბახმელასთანსოხუმთან თუ ცხინვალთან განცდილი ტკივილისმწუხარე მთრთოლვარება...

როგორც ჩანს, მე-20 საუკუნის მიწურულიდან და 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ადამიანის შემოქმედებითი აზრისა და სულიერი ცხოვრების თავისუფლებას ბევრი ისტორიულ-ობიექტური თუ პოლიტიკურ-სოციალური მოვლენა უქადის განადგურებას, გასრესას... ამას ემატება სხვადასხვა მასშტაბის ომები, ეთნოკონფლიქტები, ეკოლოგიური კატაკლიზმები და კოსმიურ კატასტროფათა მოახლოება, რამაც ადამიანის სიცოცხლე თითქოს გააუფასურა. მაგრამ დიდი მწერლობა დიდი წინასწარმეტყველებაცაა. ქართველმა ერმა ღირსეული მწერლობა შეუქმნა მსოფლიოს ცივილურ კაცობრიობას. მამა გაბრიელის სიტყვებით მინდა დავასრულო: «დიდი წინასწარმეტყველი წუთისოფლიდან გასვლის შემდეგაც ასწავლის თავის ერს ხილული თუ უხილავი სასწაულებით. ტოვებს რა ფიზიკურ სხეულს, ის არ ტოვებს სულიერად თავის ხალხს, აგრძელებს რა თავის მისიას მის სულიერ მემკვიდრეობაში». ჭეშმარიტ ქართველ მწერალთა მისიაც ესაა...

ამ ღია წერილის შესავალი ჩემ მიერ შედგენილი «უახლესი ქართული პროზის ანთოლოგიის» წინათქმიდან აღებული ამონარიდია, რითაც კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი ქართული კულტურისა და განსაუთრებით ქართული მწერლობის უდიდეს მისიას ერის ცხოვრებაში.

მაგრამ...

«რატომაარომროდესაც ხელისუფლების სათავეში მოექცევიანიქცევიან ისევეროგორც მათიწინამორბედები?» _ ქართული პოეზიის დედოფლისსულმნათი ანა კალანდაძის ეს სიტყვებიგამახსენდაროცა გურამ ოდიშარიას კულტურის მინისტრობის განვლილ პერიოდს გადავხედე დაშევადარე ქართული ცნობიერებისა და კულტურის დამანგრეველ მის ნაცწინამორბედებსმსგავსებადიდიაგანსხვავება _ არავითარიანუ ფალოს-კლიტორის კერპთაყვანისმცემელთა აღლუმი ქართულმწერლობაში მოშაირე ოდიშარიას ხელმძღვანელობით გრძელდება!

ბატონო ბიძინა, მოშაირე ოდიშარიას «მოღვაწეობას» მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაგალითზე ორი კუთხით განვიხილავთ:

1) იურიდიულ-სამართლებრივი, როგორც საჯარო მოხელისა და მთავრობის წევრისა.

2) მორალურ-ესთეტიკური, როგორც კულტურის სფეროს მუშაკისა.

მაშ, დავიწყოთ: ა.წ. 11 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება: «კონკურსი სალიტერატურო ჟურნალის გამოცემის ხელშეწყობის მიზნით». განმცხადებელი საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი «ქვედანაყოფი» _ სსიპ «საქართველოს მწერალთა სახლი» (მწერალთა კავშირის კუთვნილი სასახლე, როგორ იქცა «მწერლის სახლად», ეს სხვა თემაა და შორს წაგვიყვანს), რომელიც ჩემთვის უკვე ნაპრეზიდენტალ მ. სააკაშვილის 2008 წლის 23 ოქტომბრის #505 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და, რომლის თანახმადაც «საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  ახორციელებს მასზედ «სახელმწიფო კონტროლს», «უზრუნველყოფს დებულების დამტკიცებას თუ წარმომადგენლობაზე უფლებამოსლი პირის დანიშვნის» და ა.შ. მწერლის სახლის დირექტორ-მენეჯერად ნატალია ლომოური დაინიშნა, რომელიც დღესაც «წარმატებით» კოჰაბიტირებულ «ნაცებთან» ერთად სოლიდური გასამრჯელოთი აგრძელებს მუშაობას. დავუბრუნდეთ ისევ საკონკურსო განცხადებას: «სალიტერატურო ჟურნალის გამოცემის ხელშეწყობის მიზნით» კონკურსის პირობებში შავით თეთრზე წერია: «კონკურსის მიზანია: სალიტერატურო პროცესის გააქტიურება, ქართული ლიტერატურის (პროზა, პოეზია, დრამატურგია და ა. შ.) ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკის განვითარება, კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა» (ეს კი ვერ გავიგე, ეტყობა, «თხა და გიგოების» აკრძალვას ნიშნავს).

კონკურსის პირობების უმთავრესი მოთხოვნა (რითაც იწყებოდა პირობათა ჩამონათვალი) იყო შემდეგი: «კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გააჩნიათ. ასევე, წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა სხვადასხვა თაობის შემოქმედთა წარმოჩენა, კრიტიკისა და ესეისტიკის, თარგმანის წარმოჩენა და პერიოდულ გამოცემაში მნიშვნელოვანი ადგილი(!) უნდა ეთმობოდეს თანამედროვე კულტურული პროცესების მიმოხილვას (კინო, მუსიკა, თეატრი, სახვითი ხელოვნება) და სხვ.»

ბატონო ბიძინა, ოდიშარიამ შარში რომ არ გაგვხვიოს, მინდა ყურადღება მიაქცოთ კონკურსის მოთხოვნის უმთავრეს პირობას: სალიტერატურო და სახელოვნებო პერიოდიკის გამოცემებში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი და მეტი წლის გამოცდილების მქონე იურიდული პირები დაიშვებოდნენ კონკურსზე, რაც მათი პროფესიონალიზმისა და მხატვრულ-ესთეტიკური დონის გარანტიც იქნებოდა გარკვეულწილად, ხოლო პროზა-პოეზიის, დრამატურგიის გარდა, «კინო, მუსიკა, თეატრი, სახვითი ხელოვნება» _ სალიტერატურო ჟურნალს სინთეზურ სალიტერატურო-სახელოვნებო გეზს კარნახობდა, რაც სავსებით ბუნებრივია მსოფლიოსა და მით უმეტეს ევროპის ქვეყნებისთვის (თუ განვითარების ევროპულ გზას მივყვებით).

კონკურსში პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადად განცხადებაში მითითებული იყო 2013 წლის 10აპრილიჟურნალი «ლიტერატურა და ხელოვნება» სრულად აკმაყოფილებდა საკონკურსო პირობებსდა განცხადებაში მითითებულ მოთხოვნათა სრული დაცვით წარვადგინე «ლიტერატურა დახელოვნების» საგამომცემლო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ორი ვარიანტის ოთხი ვერსია (ყველანიუანსის გათვალისწინებით).

ბატონო ბიძინა, თქვენი განვლილი ცხოვრების კეთლშობილური ქველმოქმედებანი მაძლევს უფლებას, მოკლედ გაგაცნოთ ყოველთვიური ჟურნალი «ლიტერატურა და ხელოვნება», რომელიც ერთადერთი სინთეზური სალიტერატურო და სახელოვნებო ჟურნალია საქართველოში, რომლის პირველი ნომერიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვით და ჭაბუა ამირეჯიბისა და ოტია იოსელიანის მილოცვებით 2006 წლის იანვრის დასაწყისში გამოვიდა და ყოველთვიურად გამოდიოდა 2011 წლის აპრილამდე. სამწუხაროდ, იგი დროებით შეჩერდა სააკაშვილის ბანდისა და მწერალთა კავშირში მოკალათებული, «ნაცებთან» მიტმასნილი «ავსულების დახმარებით», ქონების დაყადაღებით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, მსგავსი ისტორიები ბევრია ყოფილი ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში. ჟურნალი «ლიტერატურა და ხელოვნება» ქართული თუ მსოფლიო კულტურულ-შემოქმედებითი ღირებულებების წარმოჩენას, დაცვასა და პროპაგანდას ემსახურებოდა. ამ ჟურნალის ავტორები თუ ადრესატები იყვნენ: ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი, ოტია იოსელიანი, ანა კალანდაძე, რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, ნინელი ჭანკვეტაძე, ნოდარ მამისაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, ბაჩანა ბრეგვაძე, თამაზ ჩხენკელი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, გიგა ლორთქიფანიძე, ქეთევან კიკნაძე, ეროსი მანჯგალაძე, სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ვასო გოძიაშვილი, ქეთი დოლიძე, ნათელა ურუშაძე, ომარ მხეიძე, თენგიზ უთმელიძე, რეზო ჭანიშვილი, გოგი დოლიძე, ზურაბ ქაფიანიძე, კიტა ბუაჩიძე, ჯემალ აჯიაშვილი, პაატა ბურჭულაძე, გულბათ ტორაძე, გოდერძი ჩოხელი, მუხრან მაჭავარიანი, სანდრო ახმეტელი, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, ნოდარ ტაბიძე, რეზო ჩხეიძე, მიხა ხელაშვილი, თენგიზ აბულაძე, დალი ფანჯიკიძე, სოფიკო ჭიაურელი, ნატო ვაჩნაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი... მაპატიეთ ყველას ვეღარ ჩამოვთვლი, ანუ ლამის მთელი სალიტერატურო-სახელოვნებო ელიტა დღევანდელი საქართველოსი _ გარდაცვლილებიც და ცოცხლებიც (ახლა გამახსენდა მიხეილ ქვლივიძის ლექსის შესანიშნავი სტრიქონები: «ქვეყანა, სადაც სათვალავშია ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი»).

ჟურნალის ყოველი ნომერი გაფორმებული იყო სხვადასხვა თაობის მხატვართა ფერადიილუსტრაციებითესენიაფიროსმანიდავით კაკაბაძეპეტრე ოცხელიელენე ახვლედიანილადოგუდიაშვილიდიმიტრი შევარდნაძეჯიბსონ ხუნდაძეირაკლი ფარჯიანირენო თურქიაგიაგუგუშვილიირაკლი გამრეკელიიდა თვარაძეილია პატაშურილევან ცუცქირიძეედმონდკალანდაძეემირ ბურჯანაძეთენგიზ მირზაშვილიმერაბ ბერძენიშვილიზურაბ ნიჟარაძე და სხვ.ჟურნალს ჰყავდა თავისი წარმომადგენლები უცხოეთის ქვეყნებშიჩამოვთვლი «ლიტერატურა დახელოვნების» რამდენიმე რუბრიკასრითაც ნათელი გახდება მისი მოღვაწეობის არეალიპროზა,პოეზიათარგმანიმუსიკათეატრიოპერაქორეოგრაფიაბალეტიკრიტიკაარტ-ფესტივალი,დრამატურგიაფოლკლორიტელესახეკულტურული მემკვიდრეობასცენოგრაფიამხატვრობა,ქანდაკებალიტერატურული მატიანედებიუტიხსოვნაარქივიდანფოტომატიანეესეისტიკა,კინოკრიტიკასაუბრები ხელონებაზეემიგრანტთა შემოქმედებაპატიმართა შემოქმედება...დამეთანხმებითსაკმარისია თუნდაც ეს ჩამონათვალი.

მივუბრუნდეთ ისევ კულტურის სამინისტროს მიერ «მწერლის სახლის» საშუალებით გამოცხადებულ კონკურსს. უცხოურ ვოიაჟებს (გერმანია, ინგლისი საფრანგეთი და ა.შ.) დანატრებულ ოდიშარიას ხელი რომ არ შეშლოდა და თან ხელიც სხვაზე ადვილად შეეხოცა, 2013 წლის 19 თებერვლის ბრძანების საფუძველზე შექმნა ე. წ. «წიგნისა და ლიტერატურის დარგში მინისტრის საკონსულტაციო საბჭო» (ანუ დარგობრივი საბჭო, როგორც თვითონ მინისტრი უწოდებს), რომლის წევრებიც არიან: ზურაბ ქარუმიძე, ნინო ჟვანია, დიანა ამფიმიადი, თინა მამულაშვილი, ლაშა ბაქრაძე, ზვიად კვარაცხელია, მაყვალა გონაშვილი, შალვა ბაკურაძე, შოთა დიღმელაშვილი (გაგარინი), კოტე ჯანდიერი (ერთადერთი ნამდვილი მწერალი, _ ვ. ო.), გიორგი ლობჟანიძე. როგორც კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოფენილი სურათებიდან ჩანს, ამ საკონსულტაციო საბჭოს მწერლის სახლის დირექტორი ნატა ლომოური უდგას სათავეში.

საქართველოში თუ ამაზე მეტი მრჩეველი ვერ მონახა ოდიშარიამ ლიტერატურისა და ხელოვნებისსფეროშიკარგად ყოფილა ჩვენი საქმემაგრამმუხრან მაჭავარიანისა არ იყოს, «ცუდად როაარ იცისბევრმა» და ოდიშარიას ეს «ძვირფასი» საბჭო იხილავს და წყვეტსსაქართველოში რომელი წიგნის თუჟურნალის გამოცემა უნდა დაფინანსდეს კულტურის სამინისტროს მიერანუ ჩვენი ქვეყნისბიუჯეტიდანდა შენ დაუკაკულტურის სამინისტრო ცვლის 10 მარტს გამოცხადებულ საკონკურსოპირობებს ფარულად (არა კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე), არ ასაჯაროებს ამ ცვლილებას დამხოლოდ კონკურსის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდებარომ მწერლის სახლის «ფეისბუქზე»კონკურსის გამოცხადებიდან 18 დღის შემდეგ მომხდარა ეს ცვლილებაროგორც «არაბი ქალებისკლიტორისპატარა და დიდი ბაგეების მოკვეთა-დაცვეთის სახიფათო თამაშებში» კარგად გარკვეულიმრჩეველი კულტურის მინისტრისათავის საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუებში აცხადებს.

მწერლის სახლის «ფეისბუქზე» 29 მარტს ჩნდება ერთი შეხედვით უვნებელი შეხსენება სათაურით _ «კიდევ ერთხელ კონკურსის შესახებ», რომელშიც ყველა მუხლი კულტურის სამინისტროს ვებგვერდიდან მეორდება, მხოლოდ ამოღებულია მუხლი I, ანუ «მინიმუმ ერთი წლის გამოცდილება». მიზანი: რათა პროფესიონალ ლიტერატორ-გამომცემლებს ჩაუკეტონ გზა და «ნაცმოძრაობის» მსგავსად ორი-სამი თვის წინ შექმნილი ჟურნალი «ახალი საუნჯე» დააფინანსონ, რომლის მთავარ რედაქტორს, შოთა იათაშვილს, თურმე «სარედაქციო მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს» (თ. დოლენჯაშვილი). ისმის კითხვა: კონკურსი ჟურნალის გამოცემაზეა თუ რედაქტორებზე? მაგრამ მოდით ახლა გადავხედოთ ჟურნალ «ახალი საუნჯის» «შემოქმედებით გუნდს», როგორც ოდიშარიას მრჩეველი თეონა უწოდებს (გაზ. «ვერსია» 2013 #53), ვინ არიან ისინი: ჟ. «ახალი საუნჯე» _ #1 შალვა ბაკურაძე, ანუ მოშაირე მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, #2 _ გიორგი ლობჟანიძე, ანუ გურამ მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი,  #3 _ დიანა ანფიმიადი, ანუ გურამ მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

ბატონო ბიძინა, ამ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა 26 აპრილს გაიმართა კულტურის სამინისტროში და მისი შედეგები დღემდე არ გაუსაჯაროებიათ ოდიშარიასა და ლომოურს, თუმცა, მათი განცხადებით, შედეგები ერთ კვირაში, ანუ 3 მაისს ცნობილი უნდა ყოფილიყო. «ახალი საუნჯის» «ფეისბუქის» გვერდზე კი 27 აპრილს უკვე ვრცელდება «სასიხარულო ინფორმაცია, რომ წლის ბოლომდე კულტურის სამინისტრო დააფინანსებს!». ისმის კითხვა: საიდან ეს ინფორმაცია? ეტყობა, თეონას კარის მრჩეველ-ჩიორებმა მიიტანეს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეჭვის საფუძველს მისი ინტერვიუ გვაძლევს. «ახ. საუნჯის» #4-ის ავტორები ისევ შალვა ბაკურაძე და ზურაბ ქარუმიძე, ანუ გურამ მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან და ა. შ.

ბუნებრივად ისმის კითხვაინტერესთა კონფლიქტს ვერ ამჩნევთ თუ ნაცხროვის მსგავსად იქცევით,ორი თვით ადრე რომ ქმნიდნენ ფირმებსა თუ კომპანიებსრათა მერე ტენდერები მოეგებინებინათთავისი საახლობლო-სამეგობრო წრისთვისხომ არ ჰგავს ოდიშარიას «უვნებელი მოღვაწეობა» «ნაცების» კრიმინალურ მოქმედებებს?

და უმთავრესი: თუ კონკურსის შედეგები გასაჯაროებული არ არის, საიდან ჩნდება 15 მაისს «ახ. საუნჯის» «ფეისბუქის» გვერდზე ინფორმაცია «კულტურის სამინისტროს მიერ ჟურნალის დაფინანსებისა და საბუღალტრო პროცედურების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით» და ა.შ. რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს დასაფინანსებლად გამზადებულ ჟურნალთან?

რატომ შეცვალა კულტურის სამინისტრომ ფარულად კონკურსის პირობები, კონკურსის დამთავრებამდე 11 დღით ადრე? რა შარზეა ოდიშარია? კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც და «ფეისბუქზეც» 26 აპრილს დაფიქსირებული კონკურსის 6 მონაწილე და არა 10, როგორც არაბ ქალთა კასტრაციით დაინტერესებული თეონა მრჩეველი აცხადებს. ხომ არ იკვეთება საბიუჯეტო თანხების ტენდეციურად განკარგვის მცდელობა? შემდეგი კითხვა: რომელი გამარჯვებულ ჟურნალში («ახ.საუნჯე» და «არილი») «ეთმობა მნიშვნელოვანი ადგილი» მუსიკას, კინოს, თეატრს, მხატვრობას, დრამატურგიას და სახელოვნებო სფეროებს? კიდევ ერთხელ მოვითხოვ, გავასაჯაროოთ კონკურსის შედეგები!

ბატონო ბიძინა, როდესაც ზემოთქმულის შესახებ ინფორმაცია მოვითხოვე ოდიშარიას («ნაცების» დროინდელმა) მრჩეველმა «კლასიკური დოგისტაილის პოზაში» ღრმად განსწავლულმა თეონამ (ფრაზა მისივე საუკეთესო მოთხრობიდან) დეზინფორმატორი და კარის მწერალი მიწოდა. კულტურის სამინისტრო სამაგალითო უნდა იყოს ხალხთან ურთიერთობის კულტურით და არა შეურაცხყოფის მიყენებით, რამეთუ საჯარო სამსახურის ყველა ჩინოვნიკი, უპირველესად, ხალხის მსხაურია, რაც დემოკრატიის უცვლელი პრინციპია. მინისტრის მრჩეველი თეონა კი აცხადებს, რომ «კულტურის სამინისტრო არ არის ვალდებული ლიტერატურული ჟურნალი დააფინანსოს», აბა, რა ვალდებულება აქვს კულტურის სამინისტროს? მარტო დოლ-გარმონით იაროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ან უცხოეთის ქვეყნების უაზრო ვოიაჟებში ფლანგოს საბიუჯეტო სახსრები? თანაც ახლა თურმე «ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ემზადებიან»....

მაგრამ მოდი ვნახოთ სამინისტროს დაფინანსებული ვენახი, ვენახი კი არა წიგნების ავტორები და გამარჯვებული ჟურნალის ე.წ. «შემოქმედებითი გუნდი» და მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრები რას წერენ, როგორ წერენ. მაშ, მოემზადეთ, ძვირფასო მკითხველებო, და მაპატიეთ უწმაწურობა-სიბინძურისთვის, რასაც წარმოგიდგენთ: დიანა ვაჩნაძის ფსევდონიმით კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებისთვის გამზადებულ ჟურნალ «ახ. საუნჯის» მთ. რედაქტორი შ. იათაშვილი რომანში «ნატა ანუ ახალი ჟიული» წერს: «მე ახლა ვფიქრობ მხოლოდ ჩემს სარცხვინელზე, რომელიც რამდენიმე საათის წინ შეზრდილი იყო შენს ასოს...» ანდა «მე შევედი სექს-შოპებში _ ერთში, მეორეში... და ბოლოს, არც მეტი არც ნაკლები, ხელოვნური ყლე შევიძინე... მახსოვს, ერთი სული მქონდა, ჩემს ოთახამდე მიმეღწია... მივედი სახლში, ამოვიღე პარკიდან შეფუთული ხელოვნური ყლე, გავხსენი და დავდე მაგიდაზე ლეოს ასო... რომელმაც ჩემში მეტაფიზიკური რყევები გამოიწვია... (ასეთი რყევები, როგორც ჩანს, ძალიან სიამოვნებთ კულტურის სამინისტროს მესვეურთ) ანდა მისივე ლექსიდან ნაწყვეტი: «მე არ ვარ შენი ქალი და გელოდები, მოდი გამიშალე ფეხები, მითხარი, რომ გსურვარ», შემდეგ კი: «ჩამაცვი ბიკინი, ჩამაცვი რეიტუზი» და ა. შ. ამ «შედევრებს» ხოტბას ასხამს «ახ. საუნჯის» მე-4 ნომრის ერთ-ერთი ავტორი ნ. მუზაშვილი.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ფავორიტ ჟურნალ «ახ. საუნჯის» ავტორია «საიდუმლო სირობის» შემქმნელი ე. დეისაძე, რომელიც წერს: «მე მიდგებოდა, როცა დედა პირჯვარს იწერდა»... ამავე «შემოქმედებითი გუნდის» წევრია ზ. ბურჭულაძე, რომლის წიგნიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის შედევრების კუთხით კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით წარდგენილ იქნა და უცხოეთშიც გამოიცა. შედევრ-ამონარიდები ზ. ბურჭულაძის «ანთოლოგიური დონის ქმნილებებიდან»: «მიდგება, როცა ტუალეტში შემთბარ უნიტაზზე ჩამოვჯდები», ე. დეისაძის «სირობის» გამომცემელი ბაკურ სულაკაურის მეუღლე _ თინა მამულაშვილი კი გურამ მინისტრის მრჩეველია.

ოდიშარიას საყვარელ ჟურნალ «ახსაუნჯის» მე-2 ნომრის ავტორის _ კოშკაძის მოთხრობაში «მე,ბებიადიდი ბებია და უცხოპლანეტელები» აღწერილიათუ როგორ ამყარებს პერსონაჟიგაუკუღმართებულ სექსს საკუთარ ბებიასთანმსგავსი თემატიკა აქვს კალმით ეროტიკის მოყვარულტელებიჭუნას _ ბუღაძეს მოთხრობაში «ბებო», სადაც ბებიას და შვილიშვილის დიალოგი ასეთია: «_ გაიღვიძე შვილობავშვმა ძილისაგან დაბოხებული ხმით იკითხარაა? _ ტრაკში ქვაშვილო, _ იყოპასუხი.» მართლაც შესაფერისია წმინდა მეფე თამარზე უბინძურესი მეპასკვილე ბუღა-თურქისანტიმწერლური და ანტიქართული სტილისა.

და ერთი უბედურება კიდევ: მსოფლიო ლიტერატურის მრავალტომეულთა გამოცემისას, ვითომ არაფერიო, ილია ჭავჭავაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის და სხვა ჩვენი კლასიკოსების ნაცვლად გოეთეს, ბალზაკის, დოსტოევსკის, ჰიუგოს, ჰემინგუეის გვერდით იბეჭდებიან «ქართული ლიტერატურის სექს-აღლუმის» მონაწილენი: ლ. ბუღაძე, ზ. ბურჭულაძე, ე. დეისაძე და სხვა მსგავსნი.

ასეთ «შემოქმედთა გუნდს» საზღვარგარეთ ლიტერატურულ ფორუმებზე და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე თან დაატარებს მეშაირე ოდიშარია ქართული კულტურის კარგად წარმოსაჩენად. რაში ენაღვლებათ საბიუჯეტო თანხები? მეჩვენება, საოცარი სულიერი ნათესაობა აქვს მეშაირე ოდიშარიას თბილისის ყოფილ მერთან და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან, აწ ჩამოგუბერნატორებულ ზ. ჭიაბერაშვილთან, რომლისთვისაც «ქართვლის დედის ხელში მამაკაცის დომინანტი იარაღი ხმალი (ფალოსი) კნინდება და წინა პლანზე ფიალა (საშო) გამოდის...»

ბატონო ბიძინა! «ძვირფასი  ციტატებით» (რომელიც კულტურის სამინისტროს რჩეულ შემოქმედთა გუნდში მრავლადაა) თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ ისმის კითხვა: ჩვენი გაუბედურებული ხალხის საბიუჯეტო თანხებით როდემდე უნდა აფინანსებდეს კულტურის სამინისტრო ამ უმსგავსობას? თუ სამშობლოს, სიკეთის, წინაპრის, სიყვარულის მეხოტბენი აღარ გვინდა და  გვჭირდება მხოლოდ სასქესო ორგანოების თაყვანისმცემელნი, რომელთაც «საბას» პრემიებით თუ საეჭვო გრანტებით დავაძღობთ და ტელეპოპულარულებს გავხდით?! ეს ხომ სატანიზმისა და ფალოს-კლიტორის კერპთაყვანისმცემელთა დაფინანსებაა ქართველი ხალხის ფულით? ჩვენ რაღაზე გვაგდებთ ცოდვაში?

ვაჟა ოთარაშვილი,

პოეტი,

ჟურნალ «ლიტერატურა და ხელოვნების»

მთავარი რედაქტორი
geworld.ge

No comments:

Post a Comment