June 29, 2013

გურამ ფირცხალავა - დანამდვილებით ვიცი, წამების ამსახველ ვიდეოებს სააკაშვილი უყურებდა და სიცილით კვდებოდა

გურამ ფირცხალავა, მსახიობი: 

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ რომ ეს სისტემური დანაშაული იყო?


- ყველაფერი ამაზე მეტყველებს, ამას მსჯელობა რად უნდა? ”ნაციონალური მოძრაობა” უცნაური ჯიშის ადამიანებით არის დაკომპლექტებული. მე დანამდვილებით ვიცი, რომ ადამიანის წამების ამსახველ ვიდეოებს სააკაშვილი უყურებდა და სიცილით კვდებოდა. 

-  ბატონო გურამ, ეს სერიოზული ბრალდებაა. 

- დრო მოვა და ამ ყველაფერს დაამტკიცებს ერთი ადამიანი. 



- ვის გულისხმობთ?

-ჯერ ამის თქმის დრო არ დამდგარა. სააკაშვილი იმასაც ამბობს , ბაჩო ახალაია სულ ორჯერ მყავს ნანახიო. სინამდვილეში ის ბაჩოსა და დათას მამას მამობილს ეძახდა და ხშირად ზუგდიდში ოჯახით სტუმრობდა. ამ ყველაფერს მალე ფარდა აეხდება... 

- იმის შესახებ რას იტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ გამოცემა პოსტიმეეს-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში სულ რამდენიმე დღით დავრჩებიო? 

- რა უნდა ვთქვა? ბიძინა ივანიშვილი ის კაცი არ არის, ქვეყანა განსაცდელში მიატოვოს და წავიდეს... ზუსტად ვიცი, სანამ ქვეყანას ბოლომდე არ დაალაგებს, არსად წამსვლელი არ არის.


ამონარიდი ჟურნალ ”გზადან”

kvirispalitra.ge 

No comments:

Post a Comment