June 11, 2013

ბიძინა ივანიშვილს კოკა ყანდიაშვილის მიმართ ბრალდებები ”შუბის დაკარგვის” ეპიზოდს აგონებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვიდეოკლიპების დამზადებასთან დაკავშირებით კოკა ყანდიაშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები "ვერის უბნის მელოდიებიდან"   შუბის  დაკარგვის ეპიზოდს აგონებს, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა. 
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეჭვის გამოთქმა არ სურს, რადგან გამოძიებამ უნდა დაადგინოს ბრალეულთა ვინაობა, თუმცა მის გუნდს ასეთი ხელწერა არსოდეს ჰქონია. 


"ვერის უბნის მელოდიებში" შუბის  დაკარგვისას გამოთქმულია აზრი, რომ ყველამ კარგად იცის იმ უბანში მისი შემძენი ვინ არის. განა ჩვენ არ ვიცით ვინ არის ასეთი კადრების გამკეთებელი? თუ მაინც წინასწარ ეჭვებზეა საუბარი, ჩვენს გუნდს მსგავსი ხელწერა არასოდეს ჰქონია და მსგავსი თემებით არასოდეს დაკავებულა. შესაბამისად, თუ ვინმეს აქვს ეჭვი ამ მიმართულებით ეს მისი პრობლემაა, ეს გუნდის პრობლემა არ არის. ეს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. ისინი ახერხებდნენ მსგავსი კლიპების გადაღებას და გავრცელებას. ჰქონდათ "მოდელირებული ქრონიკა" თუ ბევრი სხვა რამ რაც ეჭვის საფუძველს იძლევა", - განაცხადა პრემიერმა. 
ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება, რადგან საქართველოს სამართალდამცავი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან. 
პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ ვიდეომასალა საქართველოში დაიდო ბევრ შეკითხვას ბადებს. 
"ასევე ცუდი იყო ძალიან, სააკაშვილის მიერ ავღანეთში გარკვეული ჩანაწერების გაკეთება, რაც შემდგე სრულიად არაკორექტულად აჩვენა მისმა ტელევიზიამ", – აღნიშნა ბიიძნა ივანიშვილმა.


ინტერპრესნიუსი

No comments:

Post a Comment