June 8, 2013

მეტროპოლიტენის თანამშრომლები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ

მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შრომის კოდექსის პროექტში მესამე მოსმენით შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ. 

შრომითი ხელშეკრულების ფორმა, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური მუშაობა და მისი ანაზღაურება, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან სამუშაოს ანაზღაურების სიტემა. ეს ის საკითხებია, რომლებიც მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შეფასებით ახალ შრომის კოდექსში იგნორირებულია.


"ეს არის ბიზნესმენთა ახირებული მოლაპარაკება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ იმ მუხლებში ცვლილებებს, რომელიც პირველი მოსმენით იყო გათვალისწინებული, მეორე მოსმენის დროს კი - იგნორირებულია", - აღნიშნა ბესიკ ხარატიშვილმა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნით თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა უკვე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. 

"დედაქალაქის ტრანსპორტის ცენტრალური არტერიის, ცოცხალი ორგანიზმის, მეტროპოლიტენის მუშა-მოსამსახურეთა სახელით უმორჩილესად გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ ამჟამად სასწრაფო წესით მისაღები შრომის კანონთა კოდექსის აუცილებელი და სასიცოცხლო ცვლილებები, რომ არ მოხდეს კანონპროექტის კონცეპტუალური მუხლების იგნორირება, რომ არ მოხდეს ბიზნეს-ჯგუფებთან მუშა-მოსამსახურეთა დაპირისპირება და ძალის დემონსტრირება", - ნათქვამია პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

ხარატიშვილის განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. 

TIMER.GE

No comments:

Post a Comment