June 26, 2013

"ხალხს უთხარით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სისტემური დანაშაულის პოლიტიკური მფარველია და წადით პოლიტიკიდან"

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა, "მანდატები ჯიბეში ჩაიდონ, ხალხს უთხრან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სისტემური დანაშაულის პოლიტიკური მფარველია და პოლიტიკიდან წავიდნენ".

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როდესაც ირინა ენუქიძე ხმალამოღებული იბრძოდა,
ხაოდა და მთელი საზოგადოება გვერდით ედგა, რომ დასჯილიყვნენ ამ საშინელი წამების ფაქტის ჩამდენები, სად იყავით მაშინ ბატონო გიგი? მაინტერესებს რატომ არ ებრძოდით ამ ყველაფერს? სად არის ახლა ღვინიაშვილი? სად არის დავით საყვარელიძე, რომელიც მაშინ პროკურატურაში მუშაობდა? სად არის როლანდ ახალაია? "მოქალაქეთა კავშირს" მეტი პასუხისმგებლობა ჰქონია, რომ მისმა წევრებმა ქუდი დაიხურეს და წავიდნენ. ეს პარტია გაქრა და თქვენ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატს დააყენებთ, საპრეზიდენტო კამპანიას ჩაატარებთ. იარეთ და მოუყევით ხალხს, როგორ აწამებდით ადამიანებს. ვანო მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი დაუდგით და 24 საათი აყურებინეთ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს. რა არ იცოდით? აიღეთ სახალხო დამცველის ანგარიშები, გნებავთ, იგივე თქვენი ხელდასმული ტუღუშის, გნებავთ სოზარ სუბარის. არც ერთ ფაქტზე თქვენ რეაგირება არასდროს არ მოგიხდენიათ და მხოლოდ ცნობად იღებდით ამ ანგარიშებს და თქვენ არ იცოდით, რომ ხალხს აწამებდნენ? სირცხვილია. ჩაიდეთ ეგ მანდატები ჯიბეში და ხალხს უთხარით, რომ დიახ, "ნაციონალური მოძრაობა" არის სისტემური დანაშაულის პოლიტიკური მფარველი და წადით პოლიტიკიდან. აი, ეს იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლბა", - განაცხადა კობახიძემ.


დავით ჯალაღონია
„პირWელი“

No comments:

Post a Comment