რუსეთის პოლიტიკური წრეების კულუარებში რუსეთის ფედერაციაში სომხეთის ჩართვის საკითხი განიხილება.
როგორც იტყობინება წყარო რუსეთის დიპლომატიური სტრქუტურებიდან, რომელსაც არ სურს საკუთარი ვინაობის გამჟღავნება, მოსკოვს მიაჩნია, რომ მოვიდა უფრო აქტიური მოქმედებების დრო პოსტსაბჭოთა სივრცეში. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის წინასწარი თანხმობა მიღებულია.
რუსეთთან შეერთება თვითონ სომხებისთვის მიწოდებული იქნება, როგორც
შესაძლებლობა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისა, რისგანაც დამოუკიდებლად თავის დაღწევის პერსპექტივა ახლო თვალსაწიერზე არ ჩანს. ამას გარდა, მოცემული პერსპექტივა დაკავშირებული იქნება საგარეო საფრთხეების სამომავლო ნეიტრალიზებასთან.რუსეთთან შეერთება თვითონ სომხებისთვის მიწოდებული იქნება, როგორც
მთელი ეს წლები სომხეთი რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულია. მთელი რიგი მსხვილი დარგები და საწარმოები ვალების გადასახადების სახით გადაცემულია რუსეთისთვის. ჯერ კიდევ სომხეთის კონტროლქვეშ მყოფი მსხვილი კომპანიებიც უზარმაზარი ჩრდილოელი მეზობლისკენ მიჩოჩავენ. მაგალითად, ავია კომპანია „არმავიას“, – სომხეთის ეროვნული ავიაგადამზიდველის, რომელიც აღარ ფუნქციონირებს გაბანკროტების გამო, ერთადერთი პოტენციური მყიდველი არის რუსეთი.
ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ რუსეთი არასოდეს ჩქარობდა სომხეთში ინვესტიციების ჩადებას. შესაძლებელია ეს სომხეთთან დაკავშირებით კრემლის შორს მიმავალი გეგმის ნაწილი იყო, რაც სომხეთის სრული ბანკროტის მდგომარეობამდე მიყვანაში მდგომარეობდა, რის შემდეგაც რუსეთთან შეერთების საკითხის პირდაპირ დასმა შესაძლებელია გახდებოდა.
სომხეთი სუვერენიტეტის ნაწილს ყოველწლიურად კარგავდა: „სომხეთის დამოუკიდებლობის პირველ წლებში ის თანდათანობით თმობდა სუვერენიტეტის ნაწილს, მაგრამ შემდეგ ამან სტიქიური ხასიათი მიიღო და ქვეყნის თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა რუსეთზე დამოკიდებული გახდა“, – წერს „inosmi. Ru“ - ს მიმომხილველი.
სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს, რომელსაც პუტინმა უფლება მისცა ხელმეორედ არჩეულიყო, ესმის რომ ამ ნდობას გამართლება უნდა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ხელახლა არჩევის შემდეგ თავისი პირველი ვიზიტის დროს მოსკოვში, სარქისიანმა დაადასტურა მისი თანხმობა რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით და განიხილა ამ მიმართულებით მოქმედების გეგმა.
ვიზტის შემდეგ სარქისიანმა განაცხადა, რომ „ვიზიტი იყო კანონზომიერი, რადგან რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მასთან გვაერთიანებს, როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები. არჩევნებით არაფერი მთავრდება, არჩევნებით ახალი სამუშაოები იწყება და ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თუ რას ელოდებიან ჩვენგან პარტნიორები. ეს ეხება გაზს, პოლიტიკურ ინტეგრაციას, „ოდკბ“–ს, საბაჟო კავშირს, აფხაზეთის რკინიგზას.“
მოსალოდნელია, რომ სომხეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, როგორც ფედერაციის ერთ–ერთი სუბიექტი. შედარებითი სიახლოვე ჩრდილო კავკასიასთან განსაზღვრავს მის ჩართულობას ამ არეალში. მუშავდება საკითხი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური მხარისათვის კავკასიის სახელის მინიჭებისა, რაც განპირობებულია ფედერაციაში შემავალი სუბიექტების გეოგრაფიის გაფართოებით.
საინტერესოა, რომ ორი წლის წინ პარტია „დაშნაკცუტუნის“ ერთერთი ლიდერი ვან ოვანესიანი აკეთებდა პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა რეალური საფრთხე სომხეთის რუსეთის ერთ–ერთ გუბერნიად გადაქცევისა კალინინგრადის პრეცედენტზე მითითებით, რომელსაც რუსეთთან სახმელეთო კავშირი არ აქვს.
„შემაშფოთებელია სომხეთიდან რუსეთში მიგრაციის მასშტაბები. რუსეთში გაედინება აქტიური და ხარისხიანი ნაწილი სომხური საზოგადოებისა. ეს პრობლემა შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკური, ეკონომიკური და ტუ გნებავთ, ფილოსოფიური თვალსაზრისითაც. ამ მოვლენას უნდა ვებრძოლოთ,“–აცხადებდა მაშინ ოვანესიანი, თითქოს ნათელმხილველი იყო.
ახლა იმ სომხების რაოდენობის გაზრდით, რომლებიც მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, რუსეთისთვის გაცილებით უფრო ადვილი ხდება სომხეთის შეერთება.
geworld.ge
No comments:
Post a Comment