იმერეთის გუბერნატორს ვახტანგ ბალავაძეს და ხაშურის რესურსცენტის ყოფილ თანამშრომელს გიორგი შუბითიძეს მოწმის სახით დაკითხავენ.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში, იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და ხაშურის რესურსცენტის ყოფილი თანამშრომელი გიორგი შუბითიძე 13 ივნისს, 15.00 საათზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით, მოწმის სახით დაიბარეს.
საქმე ეხება 2012 წლის 1 ოქტომბერს ხაშურის რაიონში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტს, რომელზეც გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
No comments:
Post a Comment