June 9, 2013

ავღანეთში დაღუპული 7 სამხედრო საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს

ქართულ სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმისას დაღუპულები არიან:
კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე,კაპრალი გიორგი ადამოვი,პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენიშვილი,რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი,რიგითი ბორის ცუგოშვილი,პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი,პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი
აეროპორტში დაღუპულებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი,შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ,ენერგეტიკის  მინისტრი კახი კალაძე,უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია,პარლამენტის დეპუტატი გია ბარამიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ.
სამგლოვიარო ცერემონიალში ,რომელიც აეროპორტში გაიმართა ასევე მონაწილეობდნენ მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეები.
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ 19  სთ გაიმართება.
primerinfo.ge

No comments:

Post a Comment