ავღანეთში გარდაცვლილი 7 ქართველი ჯარისკაცი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
აღსანიშნავია, რომ სამი მათგანის პანაშვიდი გორში, ეკლესიაში გაიმართა, შემდეგ კი ისინი წინაპრების გვერდით დაკრძალეს.
პანაშვიდს ხელისუფლებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილზე იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე.
სამგლოვიარო ცერემონილი გაიმართა ასევე, რუსთავში, ყვარელში, მარტყოფსა და მცხეთაში.
რუსთავში, ქართველი სამხდროს დაკრძალვის ცერემონიას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ტერორისტების თავდასხმის შედეგად 7 ქართველი ჯარისკაცი: - I კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, I კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი, I კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი გიორგი ადამოვი, კაპრალი ბორის ცუგოშვილი და კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე დაიღუპნენ.
ინგა მურუსიძე
No comments:
Post a Comment