June 28, 2013

საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია თბილისის მერიის 4 თანამდებობის პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 
"მერიის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსხურის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდევების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე. 


გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვა პირებთან ერთად მიითვისეს და გაფლანგეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა 48 930 822 ლარამდე თანხა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 -ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქმის გამოძიება გრძელდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება.
აღნიშნული საქმის დეტალებზე საგამოძიებო სამსახური საგანგებო განცხადებას ხვალ დღის განმავლობაში გაავრცელებს;, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.


ინტერპრესნიუსი

No comments:

Post a Comment