June 20, 2013

452 დევნილ ოჯახს დღეს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის ინფორმაციით, 452 დევნილ ოჯახს დღეს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა.

როგორც დარახველიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სულ მიმდინარე წელს 900-მდე ოჯახისთვის არის ფართი საკუთრებაში გადაცემული.


"წლის ბოლომდე ვფიქრობ, ერთი ამდენი კიდევ დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია", - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე ინფორმაციიით, უახლოესი 4 წლის განმავლობაში განიხილება იმ დევნილების ბინით უზრუნველყოფის საკითხი, რომლებიც 1 ივნისამდე იყვნენ თბილისში რეგისტრირებული.

ნინო ჩიჩუა 
„პირWელი“

No comments:

Post a Comment