იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველი 24 კანდიდატი დასახელდა.
როგორც მოსამართლეთა მე-10 კონფერენციაზე გახდა ცნობილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ადგილზე, რომელზეც სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეები აირჩევა, წარმოდგენილია მოსამართლეთა ოთხი კანიდატურა, ესენია: შოთა გეწაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლაშა კალანდაძე და ზაზა მეიშვილი.
დანარჩენ 4 ადგილზე წარმოდგენილნი არიან შემდეგი მოსამართლეები: ირაკლი ადეიშვილი, მაია ბაქრაძე, შორენა გუნცაძე, ბადრი კოჭლამაზიშვილი, დურმიშხან ჟორჟოლიანი, ბესიკ სისვაძე, დავით ღიბრაძე, ლელა ცანავა, ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე, ილონა თოდუა, ზაზა მარტიაშვილი, ეკა ცისკარიძე, თამარ ალანია, გიორგი გოგინაშვილი, თამარ ზამბახიძე, სოსო ბაღათურია, ინგა კვაჭანტირაძე, ეკა არეშიძე და დიანა ბერეკაშვილი.
ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნათია ჯორბენაძე. არჩევნებში მონაწილე 237 მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 მოსამართლე წევრს ფარული კენჭისყრით აირჩევს.
ნათია რუხაძე
No comments:
Post a Comment