May 30, 2013

დითირამბი თუ ავტოპორტრეტი?

თამარ დავითულიანი
geworld.ge
რესპუბლიკელებით ერთსულოვანი უკმაყოფილებაქართულ საზოგადოებაშიდიდი ხანიაცნობილია. «საქართველო და მსოფლიო» უკვე წერდა იმისშესახებრომ გამობრძმედილი რესპუბლიკელიდავით ზურაბიშვილი «ფეისბუქზე» იმითტრაბახობდათუ როგორ მოატყუა ამომრჩეველი: «ესურაპატრიოტების სასტავი არჩევნების წინფიქრობდაბიძინას რესპუბლიკელები დათავისუფალი დემოკრატები ამერიკელებისდასაბოლებლად სჭირდებამაგრამხელისუფლებაშირომ მოვამერე მაგათ გაყრის და ჩვენ მოგვიყვანსო.ჰოდაახლა ნელ-ნელა რწმუნდებიანრომ თურმეასე არ ყოფილაარადარომ იცოდნენმე თვითონგავავრცელე ის მესიჯიწყნარად რომ ყოფილიყვნენარჩევნებამდე და ხელი არ შეეშალათ».

წყნარად ამომრჩევლები, ზურაბიშვილის ცბიერი მესიჯის გამო კი არა, ბიძინა ივანიშვილის ხათრით იყვნენ. რა დასამალია, მათ უმრავლესობას მართლაც ჰქონდა იმედი, რომ ივანიშვილი თუ არ მოიშორებდა რესპუბლიკელებს, არც ისე აღაზევებდა, როგორც ეს დღეს აღმოჩნდა. გულისწყრომა სულ უფრო ხშირად ისმის ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც დღესაც ბოლომდე ენდობიან ივანიშვილს.

პარტიარომელსაც თავი «ინტელექტუალად» მოაქვსვერასოდეს მოხვდა და ვერც მოხვდებადამოუკიდებლად პარლამენტში მისი უკიდურესად დაბალი რეიტინგის გამომაგრამ ეს უმცირესობადღევანდელ პარლამენტში იმას ეღირსარაც აქამდე არ ღირსებიაპარტიის თავმჯდომარეპარლამენტის თავმჯდომარე გახდამისი თანამეცხედრე _ საგამოძიებო კომისიისახოლო დასნი დადასნი რესპუბლიკელები სხვადასხვა თანამდებობაზე გამწესდნენ.

რა ბევრნი ეგენი არიან და ის მცირე სამუშაო ადგილებიც კი, რომლებიც «ქართულ ოცნებას» შეხვდა (დიახაც, შეხვდა, თორემ ახალი არ შეუქმნიათ), ერთიანად რესპუბლიკელების კადრებმა დაიკავეს. 17 მაისისპროვოკაციარომელზეც «ნაციონალებმა» სასურველი შედეგი ვერ მიიღეს და კიდევ ერთხელ ვერმორწყეს სისხლით რუსთაველის პროსპექტიერთგვარ ტესტად იქცა რესპუბლიკელებისთვისთინახიდაშელმა მყისიერად განაცხადარომ პარლამენტი და მთავრობა რუსთაველზე მომხდარ ფაქტსემიჯნებავინ მისცა მას მთელი პარლამენტის და დამატებით მთავრობის სახელით განცხადებებისკეთების უფლება? თუმცა, რაკი არავინ მისცა შენიშვნა, როგორც ჩანს, მას ეს უფლება ან მიღებული აქვს, ან აღებული.

იმავე დავით ზურაბიშვილმა იმავე ფეისბუქში კიდევ ერთი «მარგალიტი» ჩააგდო: «რაზე მეცინება, იცით? სააკაშვილს და მისი მთავრობის წევრებს არასოდეს უთქვამთ, რომ სექსუალური უმცირესობები ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ისეთივე უფლებები აქვთ, როგორიც ჩვენ _ ყველას, მაგრამ მაინც იყვნენ ეჭვმიტანილები ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში. ახლა ბიძინა ივანიშვილიც ამას ამბობს, თეა წულუკიანიც, მაგრამ ეჭვმიტანილებად მაინც «ნაციონალები» რჩებიან». დაცინვის ხასიათზე დამდგარ ზურაბიშვილსაც არავინ აძლევს შენიშვნას და, საფიქრებელია, რომ მას ხალხი, რომელიც სააკაშვილმა ვერ გადააკეთა, ახლა რესპუბლიკელების ექსპერიმენტის საცდელ ვირთხებად წარმოუდგენია.

მათი რიტორიკა იდენტურია (გვეპატიოს კალამბური და არც «იდენტობისგან» არიან შორს) და ზურაბიშვილის ლაზღანდარობას ისევ თინა ხიდაშელი უბამს მხარს «ფეისბუქზე»: «და ეს ქრისტეს სიყვარულით ხდება ხომ?რამე ხომ არ გამომრჩამე რისი თქმა მინდამეგონამიხვდებოდითმაინც განგიმარტავთმე იმისთქმა მინდარომ ჩემი ქრისტე სიყვარულს გვასწავლისმე იმის თქმა მინდარომ მღვდელი ჯვრითხელში ძალადობისკენ არ უნდა მოუწოდებდესარ უნდა ცემდეს და საცემრად არ უნდა მისდევდეს,მე იმის თქმა მინდარომ ეკლესიისგან სიმშვიდისა და სიყვარულის ქადაგებას ველოდებიკიდევმოვყვე რისი თქმა მინდა?..

კიდევ იმის თქმა მინდარომ «მე არ მომწონს ცისფერებიმაგრამ» ამ წუთას მშიშარა პოზიციააარავინარავის სთხოვსმოსწონდეს და გვერდში დაუდგეს... კიდევ იმის თქმა მინდარომ 20-საუკუნოვანიმართლმადიდებლობის დასაცავად ჭინჭრებით შეიარაღებული იმავე მართლმადიდებელიეკლესიისაგან განკვეთილი მღვდლის გვერდში რომ დგახარ ალესილი მახვილითცინიზმი დაფარისევლობაა... კიდევ გავაგრძელო

ასე და ამგვარად, ხიდაშელს «თავისი» ქრისტე ჰყავს, თანაც ქალბატონმა რესპუბლიკელმა იმავე დღეს დანამდვილებით იცის, ვინ არის დამნაშავე და ვინ _ მსხვერპლი. «ალესილი მახვილი» ერთ დროს ზურაბ ჭიაბერაშვილსაც ელანდებოდა, როცა «ქართლის დედას» ახედავდა საკუთარი «სიმაღლიდან» და ფრთხილად იყავით, ქალბატონო თინა, მისი ბედი არ გაიზიაროთ!

ისედაც უკმაყოფილო ამომრჩეველი რესპუბლიკური პარტიის იუბილეზე სიტყვით გამოსული პრემიერ-მინისტრის სიტყვების მოსმენის შემდეგ სულმთლად აიჯაგრა. ჯერ დავით უსუფაშვილი გამოვიდა მისალმებით: «მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ პარტიულად 35 წლის გავხდით. ეს ბევრია, ცოტაა, მე არ ვიცი, მაგრამ საკმარისი რომაა, ფაქტია (საკმარისი რისთვის ან ვისთვის? _ თ. დ.). და ამას გილოცავთ თქვენ გულით და სულით. დღეს აქ შეკრებილნი არიან რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრები. ცხადია, ყველას, ვინც აქ ყოფნას იმსახურებს, თუ სურვილი ჰქონდა, ჩვენი პარტიის წევრებს აქ ვერ მოვიწვევდით (რატომ, იმდენი ხართ, რომ ვერ დაეტეოდით? ვინც ხართ, ყველანი მანდ იყავით, ეგ ტყუილები ბიძინა ივანიშვილს მოუყევით, თითქოს იმდენი ყოფილხართ, რომ თქვენი დამტევი დარბაზი საქართველოში არ მოიძებნა! _ თ. დ.), მაგრამ მინდა აქედან შევეხმიანო და აქედან მივულოცო ყველა რესპუბლიკელს ეს მნიშვნელოვანი დღე».

ამ მისალმების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიულოცა დამსწრეებს: «გილოცავთდღესრესპუბლიკური პარტიის 35- წლისთავიათითქოს სადღაც გადადის და კომუნისტურ დროშიგადადის, 1978 წელს და საოცრებაა და აღმოჩენაარომ პარტია დაფუძნდა ამ დროს და პრაქტიკულადდამფუძნებლები დისკრედიტირებულებად მოიხსენიებიანზოგმა ციხეში გაატარათუ კარგად იცითდა ეს პროცესები იყო საქართველოშიარაფერი უკვალოდ არ რჩებახაინდრავაძმებიბერძენიშვილებირომლებმაც მოახერხეს და დაპატიმრებებშიც იმყოფებოდნენარაფერიშემთხვევითი არ ხდება და თქვენზე გაიზარდნენ თაობები და ისწავლეს პოლიტიკაისწავლეს ცნებასახელმწიფოთუ გნებავთ».

თაობები, საბედნიეროდ, რესპუბლიკელებზე ნამდვილად არ გაზრდილან, მაგრამ ისინი ივანიშვილს სწორედ ასე ეუბნებიან და მანაც დაიჯერა. როგორ არ დაიჯერებდა, როცა პრემიერამდე ინფორმაცია არ მიდის ან მიდის მხოლოდ იმ სახით, რა სახითაც მის გარემოცვას უნდა. ასე გასინჯეთ, მათ იმაშიც დაარწმუნეს ივანიშვილი, რომ პოპულარობა მხოლოდ სიძველის გამო დაკარგეს, ანუ ვიყავით და ახლა არ ვართ პოპულარულიო.

რესპუბლიკელები ერთ დღესაც ვერ დაასახელებენროცა ისინი საქართველოში პოპულარობითსარგებლობდნენთუმცა მათ ეს აზრი პრემიერს უკვე მკვიდრად ჩააგონეს.

ბიძინა ივანიშვილი: «გასაგებიაყველაფერი ძველდება და პოპულარობას კარგავსთუმცაღა თქვენარასდროს არ დაგიკარგავთ პოპულარობა ისეთ დონეზერომ ყურადღება მისაქცევი იყოს იმპოლიტიკურ სეგმენტშირომელიც საქართველოში არსებობდარაც მთავარიაის ტრადიციაცრომგაიზარდნენ თქვენზე და ის ანდაზაცის ურჩევნია მამულსარომ შვილი სჯობდესაი შედეგი... არარის შემთხვევითირომ «რესპუბლიკური პარტიის» დღევანდელი ლიდერი უძღვება პარლამენტს.გამოცდილებაცწესიერებაც და მე დავითთან ბევრი მაქვს ნასაუბრებითუ გინდათთქვენზე დაშენზე პირადადდავითდა პრეტენზიულადაცთუ გნებავთ და ესენი იყვნენ ჩემი მასწავლებლებიდა მათ ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩემ დღევანდელ  პიროვნებაში და პოლიტიზებაში».

ამას ნუღარ გაიმეორებთ, ბატონო ბიძინა, თორემ წინ კიდევ არის არჩევნები და ხალხმა თუ ის გაიგო, რომ რესპუბლიკელები თქვენი მასწავლებლები არიან, მარგველაშვილი კი არა, ფეხზე წამომდგარი ილია ჭავჭავაძე რომ დაასახელოთ პრეზიდენტობის კანდიდატად, ისიც იმდენ ხმას მიიღებს, რამდენსაც რესპუბლიკელები იღებენ სტაბილურად ყოველ არჩევნებზე _ 2%-ზე ნაკლებს! სიტყვამ მოიტანა და ლევან ბერძენიშვილს ნათქვამი აქვს, რომ ილია ჭავჭავაძეს, როგორც პოეტს, არ ცნობს!

კვლავ ბიძინა ივანიშვილი: «მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის ძმებსაცდებსაც და ყველას,ვინც დასაწყისში იყო ან სათავეშირესპუბლიკური პარტიის დაფუძნებაში და მთელი ამ პერიოდისგანმავლობაში თქვენ მოახერხეთ და ძალიან ნიშანდობლივი იყო ის საიდუმლორომელიც პრესასგაანდო უსუფაშვილმადღეს შეიძლება ღიმილი და იუმორი იყოსმაგრამ ესაა რეალობაესმიუთითებს თქვენს წესიერებაზედასამალი რაახოიცითსაზოგადოებაში გაჩნდა რაღაც ნაწილი,რომელიც არ ეთანხმება ზოგიერთ თქვენს პოზიციას».

აქ შევჩერდეთ და, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილამდე ეს მესიჯი არ მივა, მაინც ვთქვათ სიმართლე: საზოგადოებაში ახლა კი არ გაჩნდა ნაწილი, რომელიც არ ეთანხმება რესპუბლიკელების ზოგიერთ პოზიციას, არამედ პირიქით _ იმთავითვე მათ მოსაზრებებს ადამიანთა იმდენად მცირე ჯგუფი იზიარებდა, რომ მათ სათვალავში არავინ აგდებდა არჩევნების დღეს (ისე არჩევნებს შორისაც).

შემდეგ პრემიერმა რესპუბლიკელების წესიერებაზე ილაპარაკარომელშიცმისი აზრითარავისეპარება ეჭვიბარემაც ბევრს ეპარებამაგრამ ივანიშვილის არ იყოსჯერჯერობით «გაგებითეკიდებიან», ოღონდ არა რესპუბლიკელებსარამედ ივანიშვილის სურვილსგანადიდოს და აღაზევოსეს ურეიტინგო პარტია.

«შეიძლება ეჭვი ჰქონდეთ რაღაც გამონათქვამებში და რაღაც პოზიციაშიმაგრამ გადამწყვეტია ის,რომ თქვენს წესიერებაში არასდროს არავის ეჭვი არ შეჰპარვია და ეს ძალიან კარგი საფუძველიადღევანდელი ჩვენი ყოფისთვისგარდამავალი პერიოდისთვისმთავრობისთვისდა როგორც იქნა,მოხვედით პოზიციაში ოპოზიციის შემდგომუკვე გილოცავთ გულწრფელადრომ ამავდროულადთქვენ გახდით «ლიბერალური ინტერნაციონალის» სრულფასოვანი წევრითუკი 2005-დან გვეგონა,რომ ამდენი დრო სჭირდებოდარომ სრულფასოვანი წევრი გამხდარიყავით.

თურმე ფული არ გქონდათ და მე გაოცებული ვიყავი და ამასაც მინდა ხაზი გავუსვა და დადებითადმოვიხსენიო ლიბერალური ინტერნაციონალის ძალიან ბევრი წევრი და ეს პარტიააქაც თქვენ ძალიანღირსეული ნაბიჯი გააკეთეთრამეთუ არჩევნების პროცესში ევროპიდან ყველაზე დიდი დახმარებავინც გაგვიწიათქვენმა პარტნიორმა ინტერნაციონალურმა პარტიამ და მათ ძალიან დიდი წვლილიაქვთ იმაშირაც საქართველოში ხდებოდა და ხდებადიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიასასეთი იდეოლოგიისა და ჭეშმარიტი თანადგომისათვის დემოკრატიული განვითარებადი ტიპისპარტნიორი ქვეყნისადმი».

რესპუბლიკელებს რომ ფული არ ჰქონდათ, ეს კიდევ ერთი ლეგენდაა, რადგან საქართველოში შემოსული გრანტებიდან ყველაზე მსუყედ სწორედ ისინი ფინანსდებოდნენ და ახლა ივანიშვილს ეწუწუნებიან, რომ კიდევ რამეს გამორჩნენ! რაც შეეხება «ლიბერალური ინტერნაციონალის» მიერ გაწეულ «დახმარებას», ეს იმაშიც კარგად ჩანს, თუ როგორ «ბომბავენ» საქართველოს ევროპიდან შენიშვნებით და შეშფოთებებით!

თუმცა არის კიდევ ერთი ფრაგმენტი ივანიშვილის გამოსვლაში, რომელიც ფარდას ხდის კოალიციაში «რესპუბლიკელების» ტაქტიკას: «ჩვენ ვართ ერთნი დღეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის შეუპოვრობა, რაც თქვენშია, ერთპარტიულობა არ ემუქრება, ყველაზე ცოტა, ჩვენს კოალიციას და არ არის ამის საჭიროება. ეს მუქარა უნდა იყოს, ესეც კარგი თვისებაა თქვენში. დიდი მადლობა, გილოცავთ და დიდხანს უნდა იყოთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში».

რა მუქარაზეა ლაპარაკი? რაკი ივანიშვილი ამბობს, ეს თქვენი კარგი თვისებააო, ივარაუდება, რომ სწორედ რესპუბლიკელები იმუქრებიან, ხოლო რაკი ეს თვისებაა, გამოდის, რომ ამას სისტემატურად აკეთებენ. რატომ იტანთ, ბატონო ბიძინა, თქვენს ლოკომოტივზე ჩაბმული ვაგონის მუქარას? ვაგონი კი არ მიქრის, მას ლოკომოტივი მიაქროლებს! განა თქვენ რესპუბლიკელების ხათრით მოგცათ ამომრჩეველმა ხმა თუ პირიქით?

მათ მხოლოდ მუქარა და შანტაჟი ეხერხებათ, თქვენ _ რეალური გადაწყვეტილებების მიღება. აკი გკარნახობთ კიდეც თინა ხიდაშელი, თუ როგორ შეგიძლიათ მათი გავლენისგან გათავისუფლება: «თუ ბიძინას რესპუბლიკელები არ უნდა, საკმარისი რაოდენობის დეპუტაცია ჰყავს, რომ დათო პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს».

იქნებ არც საკმარისი დეპუტაცია გყავთ? «გამოდითუნდა გადაგთვალოთ!» _ იძახდა ვიღაცუმცირესობის აქციაზეერთხელ თქვენც დათვალეთნამდვილად თქვენი რამდენი დეპუტატი გყავთდა იქნებ აღარ იყოთ იძულებულიუმცირესობის ჭკუაზე იაროთ!

No comments:

Post a Comment